მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვაშინგტონში იმედგაცრუებულები არიან, რომ საქართველოში საარჩევნო ცვლილებები არ დამტკიცდა"

5dce4d9ed3357
მიხეილ ხაჩიძე
15.11.19 11:10
1296
"ვაშინგტონში ძალიან იმედგაცრუებულები არიან იმით, რომ საარჩევნო ცვლილებები, რომლებიც ასეთი საჭირო იყო, არ დამტკიცდა საქართველოს პარლამენტში," -ამ განცხადებით გერმანიის მარშალის ფონდის მკვლევარი ჯონათან კაცი თბილისში, პარალამენტის მიერ კანონპრეოქტის ჩაგდებას ეხმაურება.

მისი თქმით, პროპორციული საარჩევნო სისტემის ცვლილების ჩაგდება უარყოფითად აისახება, როგორც მთავრობაზე, ისე ქვეყნის საგარეო იმიჯზეც:



"ეს არის უარყოფითი შედეგი, არა მხოლოდ ქართული დემოკრატიისთვის, არამედ, პოტენციურად, ცუდად აისახება საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებზეც. საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები დასავლეთში აღიქმება, როგორც ლაკმუსის ტესტი მთავრობისთვის, ბატონი ივანიშვილისთვის და ქართული ოცნების მცდელობისთვის, რომ გაატარონ დემოკრატიული რეფორმები და გარანტირებულად ჩაატარონ თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესი,"- განუცხადა ჯონათან კაცმა "ამერიკის ხმას.”


 
შეგახსენებთ, რომ კანონპროექტი, რომელიც 2020 წლის არჩევნების სრულად პროპორციული წესით ჩატარებას ითვალისწინებდა, საქართველოს პარლამენტში გუშინ ჩავარდა.