მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ამას ჰქვია ცელის გამოსმა საერთო ძალისხმევისთვის" - ფინანსისტი „ქართული ოცნების“ პოლიტიკაზე

64a466fd17d64
ალა ისპირიანი
04.07.23 22:34
1904
ფინანსისტმა, გიგა ბედინეიშვილმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ „ქართული ოცნების“ პოლიტიკაზე ისაუბრა. მისი მოსაზრებით, მმართველი ძალის პოზიცია აჩვენებს, თითქოს „არ გვინდა სანქციების გვერდის ავლის ქვეყანა ვიყოთ და არც ის გვინდა რუსეთის გასაგონად ხმამაღლა ვთქვათ, რომ სანქციებს ვუერთდებით“.

კითხვაზე, სწორია ასეთი თამაში? - მან უპასუხა, რომ ეს ქვეყნისთვის დამაზიანებელი პოლიტიკაა.

„ჩვენს პარტნიორებს, მითუმეტეს, არ უნდათ სანქციების გვერდის ავლაში გამოგვიჭირონ. შეიძლება გულის სიღრმეში იციან, რომ აკრძალული საქონლის რაღაც რაოდენობა საქართველოს გავლით რუსეთში მიდის, მაგრამ ამის მიუხედავად არ ჩაითვალა, რომ დიდ რაოდენობებზეა ლაპარაკი და გზა ვართ რუსეთისთვის.

შეიძლება დიდი რაოდენობით არ იყოს სავაჭრო ბრუნვა საქართველოს გავლით, რომელიც შეიძლება რუსეთში შედის და საომარი დანიშნულებით მოიხმარება, მაგრამ პარტნიორებს ეუბნები, რომ პარტნიორები კი ვართ, მაგრამ მე ჩემ თამაშს ვთამაშობ - ამას ჰქვია ცელის გამოსმა საერთო ძალისხმევისთვის და ეს არც გეოპოლიტიკურად და არც მორალურად სწორი არ არის.

ასევე, სუფთა ეკონომიკური კუთხით რომ შევხედოთ დასუსტებული რუსეთი დიდი ეკონომიკური ხეირი იქნება ჩვენნაირი ქვეყნისთვის, რადგან საფრთხე არ გვექნება რუსეთთან და რუსეთს არ ექნება სურვილი დრო და შესაძლებლობა, რომ დაგვჩაგროს როგორც გვჩაგრავს და ის ქნას რასაც უკრაინაში აკეთებს. თუ ამის შესაძლებლობა არ იქნება იმდენად გაიზრდება საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობა და იმდენად დიდ ეკონომიკურ ხეირს ვნახავთ, რომ ეს იმად ღირს, რომ არ გავეკიდოთ მოკლევადიან ეკონომიკურ ხეირს“, - განაცხადა გიგა ბედინეიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები