მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვფიქრობ, 2-3 წელში ნარჩენების სეპარირებულ შეგროვებაზე გადასვლა შეგვეძლება" - თბილისის მერის მოადგილე

6331ad78a2191
BM.GE
26.09.22 23:35
716
თბილისის მერიამ დღეს თბილისის ნარჩენების მართვის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გამართა. სტრატეგია, რომელიც წლების განმავლობაში მუშავდებოდა, ამ მიმართულებით წლების წინ სახელწმიფო დონეზე შემუშავებულ ნარჩენების მართვის კოდექსთან თანხვედრაშია. 

დედაქალაქის ნარჩენების მართვის სტრატეგიაზე მუშაობა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან ერთად წლებია მიდის. როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, სტრატეგია ისეთ საკითხებს აერთიანებს, როგორებიცაა ნარჩენების სეპარაცია, მათი გადამუშავება და ნაგავსაყრელებზე ელექტროენერგიის წარმოება.

თბილისის მერის მოადგილის, ანდრია ბასილაიას თქმით, დედაქალაქი ნარჩენების სრულად სეპარირებაზე 2-3 წლიან ჭრილში გადავა, რისთვისაც, გეგმის მიხედვით, მერიის მხრიდან კონკრეტული აქტივობებია დაგეგმილი.

“ორი მთავარი პრობლემაა, რომელიც პირველ რიგში იქნება მოგვარებული. ეს არის გაზშემკრების მშენებლობა, არსებულ უჯრედებზე არის სახიფათო მდგომარეობა. ასევე დაიწყება სორტირების ხაზის მშენებლობა, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს, რომ სეპარირებული შეგროვება დავიწყოთ. კვლევის შედეგად დადგინა, რომ ჩვენ დამატებით ურნების შეძენა არ გვჭირდება. დედაქალაქში სეპარირებული ურნების განთავსება არსებული ურნების გათვალისწინებით მოხდება. ვთვლი, რომ 2-3 წელიწადში, შეგვიძლია ფართო მასშტაბით სეპარირებულ შეგროვებაზე გადავიდეთ. ვგეგმავთ, რომ რამდენიმე რეციკლირების ცენტრი გავხსნათ, სადაც მოქალაქეები ნარჩენების მოტანას და ჩაბარებას შეძლებენ. იქნება საინფორმაციო კამპანიებიც,”-აცხადებს თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია.

გაცნობებთ, რომ ნარჩენების პრევენციისა და რეციკლირების სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე მუშაობა საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიების კონსორციუმმა 2020 წლის იანვარში დაიწყო. სტრატეგიის მიზანია, თბილისის მუნიციპალიტეტისთვის ნარჩენების პრევენციისა და რეციკლირების სხვადასხვა სცენარის შემუშავება და მდგრადობის შეფასება (გარემოსდაცვითი, სოციალური და ეკონომიკური გავლენის შეფასება).

თბილისის მყარი ნარჩენების პროექტის მიზანშეწონილობის კვლევის“ განხორციელების შედეგად, 2020 წლის იანვრიდან თბილისის მერიამ მყარი ნარჩენების პრევენციისა და რეციკლირების სტრატეგიის მომზადება დაიწყო. EBRD-ის საგრანტო დაფინანსების ფარგლებში, სტრატეგიის მომზადება ICP-ENVIROPLAN კონსორციუმმა უზრუნველყო.

სტრატეგიის პრეზენტაციას შპს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი დავით ფაჩულია, პროექტში მონაწილე სხვადასხვა სამინისტროს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.