მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“დღეში 5-6 ჯერ შედის ზოგიერთ ქუჩაზე ნაგავმზიდი მანქანა, თუმცა ურნები მაინც სწრაფად ივსება”-თბილისის მერია

643584eb5c829
ანუკა ჯოხაძე
12.04.23 01:00
1940
დედაქალაქში საყოფაცხოვრებო ნარჩენის მოცულობა გაიზარდა, დღეში "თბილსერვის ჯგუფი" 1500 ტონა ნარჩენს აგროვებს. თბილისის მერიაში ამბობენ, რომ ქალაქში არსებობს ამ მიმართულებით კრიტიკული არეალები, სადაც დღის განმავლობაში რამდენჯერმე ხდება ურნების დაცლა, მაგრამ ის საკმარისი არ არის.

ამასთან, თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია ამბობს, რომ ამ კუთხით მიწისქვეშა ურნები მეტად მოხერხებულია, რადგან დიდი მოცულობიდან გამომდინარე მისი დაცლა მხოლოდ დღეში ერთხელ არის საჭირო.

ბასილაია აცხადებს, რომ მიწისქვეშა ურნების მეშვეობით ამ ეტაპზე ნარჩენის სეპარირება არ ხდება. მისი თქმით, მერია გეგმავს, რომ ნარჩენები ორ რეციკლირებად და არარეციკლირებად ნარჩენებად დაყოს, შესაბამისად, ქალაქში ურნები მხოლოდ 2 ტიპის სტიკერებით გამოიყოფა.

მერის მოადგილე თვლის, რომ 2 წლის მანძილზე დედაქალაქი ნარჩენების სეპარირებულ შეგროვებაზე გადასვლას შეძლებს.

“საოპერაციო კუთხით ძალიან კარგი შედეგები მივიღეთ, იმიტომ რომ ეს არის დიდი მოცულობის ურნები და ეს გვაძლევს საშუალება რომ უმეტესი ურნები დღეში ერთხელ, განსაკუთრებულ შემთხვევაში კი დღეში ორჯერ დავცალოთ.

გვაქვს ისეთი ლოკაციებიც, მაგალითად დოლიძის მიმდებარე ტერიტორია, სადაც 5-6 ჯერ შედის მანქანა და მაინც შესაბამისად სწრაფად არ იცლება ურნები. მიწისქვეშა ურნებს გარკვეული კაპიტალ დაბანდება მოსდევს, უფრო ძვირია, თუმცა ჩვენ ვაპირებთ ყველა ძირითად გამზირზე გავაგრძელოთ მიწისქვეშა ურნების განთავსება,”-აცხადებს თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები