მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვიდრე ეს რეალობა იქნება ქვეყანაში, ტურიზმზე, ბიზნესსა და პროგრესზე საუბარი რთულდება" - მაია სიდამონიძე

60edc2715bcbe
მარიამ ადამია
13.07.21 21:50
728
“მოწოდება რომ თუნდაც მედია, ან რომელიმე მოქალაქე იყოს ყრუ და მუნჯი, და რომ არ ვისაუბროთ ხმამაღლა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე იმის გამო, რომ ეს ჩვენს საერთაშორისო იმიჯს შეარყევს, ჰგავს მდგომარეობას, როდესაც ოჯახში ძალადობაა და ამაზე არ საუბრობენ, რადგან სირცხვილია,” - ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა და ”პროთრეველ ჯორჯიას” მმართველმა პარტნიორმა, მაია სიდამონიძემ ისაუბრა და აღნიშნა, რომ როდესაც არის პრობლემა, მისი იდენტიფიკაცია არის მნიშვნელოვანი, რადგან სხვაგვარად ის არ მოგვარდება.

"აქ მხოლოდ ადგილობრივი მედია არ მუშაობს. ქვეყანაში საერთაშორისო მედიისა და სააგენტოების წარმომადგენლებიც არიან და შუქდება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები. 21-ე საუკუნეში, ინტერნეტის პირობებში შეუძლებელია რაიმე დაიმალოს. თუმცა, მეორე მხრივ რატომ უნდა დაიმალოს. პრობლემა ის კი არაა, ვინ ლაპარაკობს ამაზე ხმამაღლა, ვინ რეაგირებს და ავრცელებს, პრობლემაა ის არის, რომ ასეთი რაღაცები ხდება და ეს არ უნდა ხდებოდეს,” - აღნიშნა მაია სიდამონიძემ.

მისივე თქმით, ამ ჭაობიდან გამოსავალი პირველ რიგში არის იმის ნათლად გააზრება და აღიარება, რომ კანონი არის უზენაესი, რომ ამ ქვეყანაში განსხვავებული აზრის თუ ორიენტაციის, ფერისა და სქესის ადამიანს უნდა ჰქონდეს თანაბარი უფლებები და არ უნდა იდევნებოდეს.

“გამოსავალი არის ის, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები მუშაობდნენ შესაბამისად და თუკი ვინმეს საფრთხე ემუქრება, მათ უნდა დაიცვან. ხოლო იმ დროს, როდესაც ეს სახელმწიფო ინსტიტუტები ქვეყანაში მოშლილია, ვიღებთ იმ შედეგს, რაც დღეს დადგა. ვერ დავიცავით ადამიანის ელემენტარული უფლება და უსაფრთხოება. სანამ ეს რეალობა იდგება ქვეყანაში, იქ ტურიზმზე, ბიზნესსა და პროგრესზე საუბარი რთულდება,” - ამბობს მაია სიდამონიძემ.