თბილისში ახალი სასტუმრო იხსნება. საუბარია - „ოპერაზე“, რომელიც პანდემიამდეც ოპერირებდა, ახლა კი რებრენდინგით ბრუნდება. 7 ნომრიანი ბუტიკის ტიპის სასტუმრო, ოპერიდან 100 მეტრში მდებარეობს.
როგორც „ოპერას“ ფრი-ოფენინგ მენეჯერი ნონა ფოლადაშვილი BM.GE-სთან აღნიშნავს, ჯავშნების მიღება უკვე დაიწყეს, ძირითადი მოთხოვნა კი ევროპელი დამსვენებლისგან აქვთ.
„თბილსის შუაგულში სასტუმრო „ოპერა“ იხსნება. ეს სასტუმრო აქამდეც არსებობდა, თუმცა პანდემიის პერიოდში რენოვაცია განიცადა. სასტუმრო 7 სხვადასხვა ტიპის, მათ შორის, დელუქს, სტანდარტულ და საოჯახო ნომრებს გააერთიანებს. დამსვენებელს სასტუმროში არსებულ რესტორანსაც შევთავაზებთ.
ეს სასტუმრო თავის სეგმენტში სრულიად უკონკურენტო იქნება, რადგან მიმდებარე ტერიტორიაზე მხოლოდ ბრენდ სასტუმროები ან საოჯახო აპარტამენტები ოპერირებენ.
„ოპერა“ რამდენიმე დღეში გაიხსნება. აღსანიშნავია, რომ უკვე ჯავშნები აქტიურად შემოგვდის, ძირითადად კი ევროპელი სტუმრები აქტიურობენ“ - ამბობს ნონა ფოლადაშვილი.