21.ივნისი .2021 19:50

"ვინ ეკითხება პრეზიდენტს სებ-ის საბჭოს წევრების შერჩევას? მთავრობა ნიშნავს თავის ჩინოვნიკებს"

"ვინ ეკითხება პრეზიდენტს სებ-ის საბჭოს წევრების შერჩევას? მთავრობა ნიშნავს თავის ჩინოვნიკებს"
views 428
უკან

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს ვაკანტური წევრების თანამდებობაზე 2 კანდიდატურა წარუდგინა. ესენი არიან ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე მიქაბაძე.

ეს საქართველოს პრეზიდენტის მიერ სებ-ის საბჭოში ვაკანტურ პოზიციებზე კანდიდატთა წარდგენის უკვე მეორე შემთხვევაა, პირველად პრეზიდენტმა კანონდადები 2019 წელს წარადგინა. მაშინ პარლამენტს დასამტკიცებლად გიორგი ხიშტოვანის და გიორგი მიროტაძის კანდიდატურები წარუდგინა, თუმცა მაშინ პროცესი გაიყინა, გიორი მიროტაძემ საკუთარი კანდიდატურა თავად გაიწვია, ხოლო გიორგი ხიშტოვანის კანდიდატურას კი პარლამენტმა 1 წლით დაგვიანებულ მოსმენაზე მხარი არ დაუჭირეს.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი რომან გოცირიძე ფიქრობს, რომ 2019 წელს სებ-ის საბჭოს კანდიდატურები საქართველოს პრეზიდენტმა თავად შეარჩინა, ახლა კი მას ნიკოლოზ გაგუას და ეკატერინე მიქაბაძის კანდიდატურები პარლამენტისთვის წარსადგენად თავად მთავრობამ მიაწოდა. რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ ფინანსთა სამინისტროსა და ეკონომიკის სამინისტროს მოქმედი მაღალჩინოსნების სებ-ის საბჭოში დანიშვნა ამ ინსტიტუტის დამოუკიდებლობის ხარისხს შეამცირებს.

“ვინ ეკხთება პრეზიდნეტს. სების საბჭოს წევრების წარდგენას. კონსტიტუციით აქვს ამის უფლება, მაგრამ სიანმდვიელში ამას აკეთებს მთავრობა. მან გაბედა და წარმაოდგინა ორი მშვენიერი კანდაიტურა, არასმათავორბო და ექპსრტ სექტეორიდან. 1 წელი გაიყინა პარლამენტში. დაუქნიეს ხელი და უთხრეს მთავრობიდან, რომ როგორ ბედავ შენი კონსტიტუციუირი უფლების შესრულებასო და მოხდა კომიკური რამ - ერთი მიხვდა და გაიტანა კანდიატურა, მეორე კი ჩააგდო საპარლამენტო უმრავლეოსბამ. ერთი ხმა მიიღო. მე დავუჭირე.

იმის მერე წვალობს და ახლა სებში ინშნებიან მინისტრების მოქმედი მოადგილეები ორი ჩინოვინიკი. მთავრობამ მაოხდინა სებში თავისი კადრების ჩანერგვა. ისედაც ეროვნულ ბანკს ყურებით მართავდნენ და სებ-ის დამოუკდეიბლობა ფიქცააა და უფო მეტად ამაძლავრებს მთავრობა და ივანიშივლს გარემოცვა თავისი კადრების დანშვნას სებ-ში.

პრეზიდნეტმა უნდა ახსნას, რატომ წარადგინა მთავრობის კანდიდატები და არტომ არ დაიცვა ის ადამიანები, რომლებიც მან წარდაგინდა და ჩაუგდო პარლამენტმა და რომ ჩააგდო პარლაენტმა რა რეაგირება მოხდინა. საწყალდ დაემორიჩილა მთავრობას და აგერ ვხედავთ რომ ორი მოადგილეა დელეგირებულში საბეში მთავრობის მიერ,”- განაცხადა რომან გოცირიძემ.

დღეისთვის სებ-ის საბჭო 5 წევრისგან არის დაკომპლექტებული. მათ შორის სამი წევრი აღმასრულებელი უფლებამოსილების მატარებელია.

ამჟამად სებ-ის საბჭოს წევრები არიან:

კობა გვენეტაძე - საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარე, პრეზიდენტი;
არჩილ მესტვირიშვილი - საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი, ვიცე-პრეზიდენტი;
პაპუნა ლეჟავა - საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი, ვიცე-პრეზიდენტი;
რობერტ სინგლეტარი - საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი;
ნიკოლოზ ყაველაშვილი - საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი.

სებ-ის საბჭო 9 წევრამდე 2020 წლის საკანონმდებლო ცვლილებით გაიზარდა. იქამდე მასში 7 წევრი იყო, თუმცა მაშინაც 2 წლის განმავლობაში 7-დან 2 წევრის პოსტი ვაკანტური იყო. ეკატერინე მიქაბაძის და ნიკოლოზ გაგუას დამტკიცების შემთხვევაში სებ-ის საბჭოში 2 ვაკანტური პოზიცია დარჩება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა