მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შეიტანეთ თუ არა განაცხადი სებ-ის პრეზიდენტობაზე? - დეპუტატის კითხვა ლაშა ხუციშვილს და მინისტრის პასუხი

641c216b7ab26
გიგა ბენია
23.03.23 14:07
678
სტატიაში საუბარია:

პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში მისული ფინანსთა მინისტრი, დეპუტატების კითხვებს პასუხობს. ლაშა ხუციშვილს კითხვა „ეროვნული ბანკის შესახებ კანონზეც“ ჰკითხეს. კერძოდ, რომან გოცირიძე დაინტერესდა, უკავშირდებოდა თუ არა, კანონპროექტის შემუშავება ლაშა ხუციშვილს და შეიტანა თუ არა მინისტრმა განაცხადი, სალომე ზურაბიშვილის მიერ გამოცხადებულ კონკურსში.

„თქვენ ბრძანდებით ადამიანი, რომელმაც პარლამენტში კატაკლიზმები გამოიწვია. ადასტურებთ თუ არა ფაქტს, რომ ცვლილებები მას შემდეგ განხორციელდა, რაც პრემიერმა თქვენი თავი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კანდიდატად წარადგინა და სალომე ზურაბიშვილმა უარი თქვა თქვენს კანდიდატზე. ამასთან, გავრცელდა ინფორმაცია, რომ თქვენ კვლავ შეიტანეთ განაცხადი კონკურსში მონაწილეობაზე. ადასტურებთ თუ არა ფაქტს?“ - ჰკითხა დეპუტატმა მინისტრს.

ლაშა ხუციშვილმა რომან გოცირიძის კითხვას სპეკულაცია უწოდა და აღნიშნა, რომ „ეროვნული ბანკის კანონი“ მასთან კავშირში არ არის. შეიტანა თუ არა ფინანსთა მინისტრმა საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცხადებულ კონკურსში განაცხადი, კონკრეტული პასუხი მას არ გაუცია.

„ეს არასწორი ინფორმაციაა. ეროვნული ბანკის კანონი ჩემთან დაკავშირებული არ არის. არასწორი ინფორმაცია გაქვთ“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

მოგვიანებით გოცირიძის ჩაკითხვის შემდეგ კი ფინანსთა მინისტრმა არც დაადასტურა და არც უარყო აღნიშნული ინფორმაცია და აღნიშნა:

„ეს არის კონკურსი, რომელსაც ატარებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია. ნებისმიერი ინფორმაცია თუ ჩათვლიან, რომ ეს ინფორმაცია არის ღია, მოგაწვდიან და იხელმძღვანელებთ ამ ინფორმაციით“.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო ეროვნული ბანკის შესახებ პარლამენტის მიერ დაჩქარებული წესით მიღებულ კანონპროექტს. სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, ეს კანონპროექტი არ იყო საჭირო. შეგახსენებთ, ახალი კანონი ეროვნულ ბანკში პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტს ამკვიდრებს. კანონპროექტის თანახმად, პირველი ვიცე-პრეზიდენტი სებ-ის პრეზიდენტის არყოფნის პირობებში პრეზიდენტის უფლებამოსილებას შესრულებდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები