მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვირუსი დაუდგინდა საქართველოს მოქალაქეს" - ეკატერინე ტიკარაძე

5e56b5b6c16ae
BM.GE
26.02.20 22:12
1663
ვირუსი დაუდგინდა საქართველოს მოქალაქეს, რომელიც გუშინ შემოვიდა აზერბაიჯანის გავლით ირანიდან, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, პაციენტი მოთავსებულია ინფექციურ საავადმყოფოში.

"მინდა მოგახსენოთ, რომ საბაჟო ზოლზე შემოწმებული იქნა მოქალქე ჩვენი მესაზღვრეების მიერ, რომლებიც იმყოფებოდნენ სრულიად ეკიპირებულები, ვინაიდან მათი ჯანმრთელობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ისინი ასრულებენ ჩვენ მიერ მიწოდებულ ყველა დავალებას. ეს ამცირებს, რა თქმა უნდა, მათი დასნებოვნების რისკს, მაგრამ მიუხედავად იმისა, ჩვენ ახლა ვახორციელებთ ამ მებაჟეების კონტროლსაც და ისინიც გადაყვანილი იქნებიან საკარანტინო სივრცეში.

ამ ეტაპისთვის პაციენტი მოთავსებულია ინფექციურ საავადმყოფოში. მის ჯანმრთელობას არ ემუქრება არანაირი საფრთხე. მე მინდა დავამშვიდო საქართველოს მოქალაქეები, ჩვენ არ გვაქვს პანიკის რისკი, ვინაიდან ჩვენი მთავრობა ყველაფერს ახორციელებს. და მივმართავთ ყველა ზომას რომ საქართველოში არ გვქონდეს კორონავირუსის ეპიდემია.

სულ რამდენიმე წუთის წინ დავასრულეთ პრემიერთან საგანგებო საბჭოს შეხვედრა, სადაც მივიღეთ დამატებითი გადაწყვეტილებები, ამ ეტაპისთვის ჩვენ გვაქვს საკმარისი საკარანტინე სივრცეები, ისევე როგორც სათანადოდ აღჭურვილი და მომზადებული საავადმყოფო სივრცეები", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.