მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვმუშაობთ შესაბამის ორგანოებთან და ვეძებთ გამოსავალს" -BAG-ის პრეზიდენტი ლარის კურსზე

60828bf55b244
ვიქტორია მღებრიშვილი
23.04.21 13:00
790
საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტის სოსო ფხაკაძის განცხადებით, კერძო სექტორი მიიჩნევს, რომ ლარის კურსის გასამყარებლად შესაბამისმა უწყებებმა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგან. ამის შესახებ მან საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ენერგეტიკის კომიტეტის ფარგლებში გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ლარის გაცვლითი კურსი და მის ირგვლივ განვითარებული პროცესები, ბიზნესისთვის ყველაზე მთავარი პრობლემაა და ეს დასტურდება ნებისმიერ კვლევაში, რომელსაც საქართველოს ბიზნესასოციაცია აკეთებს. მგონია, რომ ამას კვლევაც არ სჭირდება, რომ გაიგო ზუსტად რაოდენ ნეგატიურ გავლენას ახდენს ლარის კურსის გაუფასურება ბიზნესზე და ზოგადად საზოგადოებაზე.

ჩვენ ძალიან კონსტრუქციულად ვმუშაობთ შესაბამის ორგანოებთან და უწყებებთან და ერთად ვეძებთ გამოსავალს. არის გარკვეული ნაბიჯები, რომელიც ვფიქრობთ, რომ უნდა გადაიდგას. ვფიქრობთ, რომ კონსტრუქციულ რეჟიმში სწორი მუშაობის შედეგად ვიპოვით გამოსავალს“, - განაცხადა სოსო ფხაკაძემ.