22.მარტი .2023 12:27

"ვუბრუნდები საბანკო-საფინანსო და სამეცნიერო-აკადემიურ საქმიანობას" - კოვზანაძე კომიტეტის თავმჯდომარე აღარ არის

"ვუბრუნდები საბანკო-საფინანსო და სამეცნიერო-აკადემიურ საქმიანობას" - კოვზანაძე კომიტეტის თავმჯდომარე აღარ არის
views 2137
უკან

ირაკლი კოვზანაძემ დეპუტატის მანდატზე უარი თქვა. შესაბამისი განცხადებით მან პარლამენტის აპარატს მიმართა, საკითხს 24 მარტს, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ. თუმცა მანამდე, დღეს ბიურომ და მოგვიანებით სესიამ ცნობად მიიღო კოვზანაძის გადაწყვეტილება, დატოვოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა.

პარლამენტის გვერდზე გამოქვეყნდა ირაკლი კოვზანაძის წერილი, რომლითაც ის დეპუტატის მანდატის დატოვების იზეზს განმარტავს:

„მინდა გაცნობოთ, რომ საქართველოს პარლამენტში შვიდწლიანი მუშაობის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო პარლამენტის წევრის და შესაბამისად, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა.

საპარლამენტო მუშაობის დასრულების შემდეგ ვაპირებ დავუბრუნდე საბანკო-საფინანსო და სამეცნიერო-აკადემიურ საქმიანობას.

პარლამენტს და კოლეგებს ვუსურვებ შემდგომ ნაყოფიერ საქმიანობას და წარმატებებს“, - ნათქვამია წერილში, რომლითაც ირაკლი კოვზანაძემ პარლამენტს მიმართა.

არსებული ინფორმაციით, ირაკლი კოვზანაძის ადგილმონაცვლე პარლამენტში, თენგიზ შარმანაშვილი იქნება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა