03.ივნისი .2020 21:20

"წამოწყებული ენერგეტიკული პროექტები საწინდარია იმისა, რომ საქართველოში წყალი აღარ დაიღვრება"

views 363
უკან

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, წამოწყებული ენერგეტიკული პროექტები არის საწინდარი იმისა, რომ საქართველოში წყალი აღარ დაიღვრება.

ასე პასუხობს თურნავა ელექტროენერგიის მწრმოებლებს, რომლებიც ამბობენ, რომ შესაძლოა გამომუშავებული ენერგიის დაღვრა მოუწიოთ.

„კორონავირუსის დროს გლობალურმა პანდემიამ და ეკონომიკურმა კრიზისმა, ასევე ბიზნესის მუშაობის დროებითმა შეჩერებამ გამოიწვია ელექტროენერგიის მოხმარების შემცირება. ჩვენ გავაკეთეთ ის, რომ მოვახდინეთ სამი თვით ელექტროენერგიის გადასახადის სუბსიდირება მოსახლეობისთვის, რაც ირიბად დაეხმარა ენერგეტიკულ კომპანიებს, რადგან არგადახდები არ დაიწყო და გარკვეულწილად რისკის პრევენცია მოვახდინეთ, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, რომ შარშანდელ დონეზე გვქონდეს მოთხოვნა ელექტოენერგიაზე. რჩება ორი გამოსავალი - ერთი არის ის, რომ ექსპორტზე გავატანოთ ელექტრონერეგია და ამას მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს ოთხივე მიმართულებით ჩვენ სამეზობლოში, თუმცა მარტივი ესეც არ არის, რადგან მოთხოვნა იქაც შემცირებულია“, - განაცხადა თურნავამ.

მისივე თქმით, ჭარბი წყალი ზოგჯერ შეზღუდვაში ხვდება, რადგან სხვა გამოსავალი არ არის, ან უნდა მოიხმარო ეს ენერგია, ან დროებით უნდა შეზღუდო გამომუშავება და დაღვარო.

„დაღვრა ძალიან რთული გადაწყვეტილებაა, რადგან ჩვენი წყალი არის ჩვენი მწვანე ენერგიის საფუძველი, ჩვენი საკუთარი რესურსი და ის პროექტები, რაც დაგეგმილი გვაქვს, ხუდონი, ნამახვანი, შუახევი, არის იმის საწინდარი, რომ საქართველოში წყალი აღარ დაიღვრება“, - განაცხადა თურნავამ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა