27.მარტი .2020 14:38

"ხელთათმანი ნუ გიქმნით ყალბი დაცულობის გრძნობას" - პაატა იმნაძე

views 6261
უკან

მინდა ყველას ვუთხრა - ხელთათმანი ნუ გიქმნით ყალბი დაცულობის გრძნობას, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

ინფექციონისტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მხოლოდ ხელთათმანის გაკეთება არ არის პრევენცია, თუ ადამიანმა დაარღვია ელემენტარული უსაფრთოების წესები და ნორმები.

„მინდა ყველას ვუთხრა - ხელთათმანი ნუ გიქმნით ყალბი დაცულობის გრძნობას. იმიტომ, რომ ხელთათამანი როცა გვიკეთია, ხელს ზუსტად ისევე უნდა დამუშავება ხშირად სპირტის შემცველი სადეზინფექციოთი. რა განსხვავებაა ხელთათმანიან ხელს მივიდებთ სახეზე, თვალზე მოვიკიდებთ, ნიღაბს გავისწორებთ -ავიწევთ ან ჩავიწევთ, სამწუხაროდ მე ამას ვუყურებ ხოლმე. და რა განსხვავებაა ახლა მობილურ ტელეფონს თუ ხელთათმანიანი ხელით ავიღებთ?!

კიდევ ერთხელ ვამბობ, ძალიან კარგად გავითავისოთ ეს ქცევები. ეს განსაკუთრებით ჩემს კოლეგებს და მაღაზიაში მომუშავეებს ეხება, ისინი ხელთათმანებით მუშაობენ, გასაგებია თავს იცავენ, მაგრამ კარგად უნდა გაითავისონ, რომ კანიდან არაფერი არ იჭრება. ეს ხელები რატომ არის სახიფათო და საფრთხილო? იმიტომ, რომ მერე ამ ხელით ვეხებით სახეს, ან პირს ან ცხვირს, ან თვალს და ასე გადაგვაქვს ინფექცია, ასე რომ ხელთათმანიანი ხელითაც შეიძლება ამის გადატანა, ამიტომ ხშირად დავიმუშავოთ ხელთათმანიანი ხელებიც“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა