მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ხმა მივეცი კახა კალაძეს" - კახა კუჭავა

617ccb079279e
ინგა მურუსიძე
30.10.21 08:29
536
პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა აცხადებს, რომ ხმა თბილისის მერობის კანდიდატ კახა კალაძეს მისცა, რომელიც უალტერნატივოა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პოზიციას აფიქსირებს, ამით კანონს არ არღვევს, რადგან არავის მოუწოდებს ხმა ვის მისცეს.

„რა თქმა უნდა, ხმა მივეცი კახა კალაძეს, კანდიდატს, რომელსაც  ალტერნატივა არ აქვს იმ განხორციელებული პროექტების გათვალისწინებით, რაც ყველამ ნახა ბოლო 4 წლის განმავლობაში თბილისში და იმის გათვალისწინებითაც, თუ რას აპირებს კახა მომავალი 4 წლის განმავლობაში. დარწმუნებული ვარ, მის გამარჯვებაში.

დამაჯერებელი გამარჯვება იყო პირველ ტურში ზუსტადაც ჩვენ მიერ 47%-ის აღება და, რა თქმა უნდა, პირველივე ტურში კახას საკმაოდ დამაჯერებელი გამარჯვება. ზუსტად ეს არის ამ ქვეყნის დემოკრატია, რომ ზოგიერთი ქალაქი იყო, სადაც მეორე ტურია. თუ არ ვცდები, ორი ადგილი იყო, სადაც ჩვენი კანდიდატი მეორე ადგილზე გავიდა 63 მუნიციპალიტეტის მასშტაბით. ამაზე მეტი დამაჯერებლობა გამარჯვებაში რა უნდა იყოს“, - განაცხადა კუჭავამ.
 
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.