31.მაისი .2020 18:15

"ყოველწლიურად, თამბაქოს მოხმარებით საქართველოში 11 400 ადამიანი იღუპება, აქედან 300 ბავშვია"

views 849
უკან

ყოველწლიურად, თამბაქოს მოხმარებით საქართველოში 11400 ადამიანი იღუპება, აქედან 300 ბავშვია , - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა ლელა სტურუამ, თამბაქოს დღესთან დაკავშირებით გამართულ Facebook live-ში საუბრისას განაცხადა.

მისი განმარტებით, წელს, კორონავირუსის პანდემიის გათვალისწინებით, ბევრმა ინდუსტრიამ თავისი მოქმედება, ბიზნესი შეცვალა, თუმცა არა - თამბაქოს წარმოებებმა.

"ღვინის და ალკოჰოლური სასმელების ინდუსტრიამ დაიწყო სადეზინფექციო ხსნარების წარმოება, ტექსტილზე და მსუბუქ მრეწველობაზე მომუშავეებმა - ნიღბების, მაგრამ თამბაქოს ინდუსტრიამ არაფერი შეცვალა, პირიქით, უფრო გააძლიერა თავისი მარკეტინგული, ლობისტური მოქმედებები.

გვესმის, რომ ძალიან ბევრი ქვეყანა, მით უმეტეს დაბალი და საშუალო შემოსავლების ქვეყანა იძულებულია თავისი ეკონომიკური მდგომარეობის გამო გარკვეული შენაწირები მიიღოს თამბაქოს ინდუსტრიისგან, მაგრამ ეს უკან არ აგდებს იმ ფაქტს, რომ თამბაქოს მოხმარებით (ყოველწლიურად), იღუპება 8 მილიონი ადამიანი მსოფლიოში, ხოლო საქართველოში 11 400 ადამიანი. ყოველი მეოთხე ადამიანი გვეღუპება თამბაქოს მოხმარებით, 3000-მდე იღუპება თამბაქოს პასიური მოქმედებით, აქედან 300 ბავშვია. ყოველდღე თამბაქოს ინდუსტრიის ხრიკების და მისი ლობისტური ქმედებების გამო გვეღუპება ერთი ბავშვი ქვეყანაში, რაც აბსოლუტურად დაუშვებელია", - განაცხადა ლელა სტურუამ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა