მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არაეფექტური საკანონმდებლო ინიციატივების დანახარჯი - KPMG-ის კვლევა

64a401117f083
BM.GE
04.07.23 15:23
515
საერთაშორისო კომპანია KPMG-მ არალეგალური თამბაქოს მოხმარების შესახებ კვლევა გამოაქვეყნა, რომელიც ევროპის 32 ქვეყანაში სიგარეტის კონტრაბანდის მასშტაბების გამოვლენას ისახავს მიზნად. კვლევა ევროკავშირის ქვეყნებში, დიდ ბრიტანეთში, ნიდერლანდებში, შვეიცარიაში, მოლდოვასა და უკრაინაში ჩატარდა. KPMG-ს კვლევის შედეგები, "ფილიპ მორის ინთერნეიშენალის" საგარეო საქმეთა უფროსმა ვიცე პრეზიდენტმა, გრეგუარ ვერდომ საკუთარ სტატიაში გააანალიზა, რომლის ადაპტირებულ ვერსიას ქვემოთ გთავაზობთ.

როგორც ვერდო აღნიშნავს, KPMG-ს მიერ მიღებული შედეგების თანახმად, ქვეყნების ორი კატეგორია გამოიკვეთა. პირველ კატეგორიაში ის სახელმწიფოები ერთიანდებიან, რომლებიც ეფექტურად ახერხებენ არალეგალური თამბაქოს ქვეყანაში შემოდინებასთან გამკლავებას და მისი მოხმარების პრევენციას. რაც მათ მიერ დაწესებული, გონივრული საგადასახადო ვალდებულებების და კონტრაბანდულ პროდუქციაზე ინოვაციური კონტროლის მექანიზმის შემოღების შედეგია.

მეორე ჯგუფში კი არალეგალური სიგარეტებით ვაჭრობის მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება. აღნიშნული სახელმწიფოები, ძირითადად, თამბაქოს კონტროლის ტრადიციულ მიდგომებს იყენებენ, რომელიც მიზნად ისახავს თამბაქოს პროდუქციაზე მაღალი გადასახადის დაწესებას, თუმცა, ასეთი სტრატეგია უმეტესწილად უშედეგოა.

KPMG-ს კვლევის თანახმად, მხოლოდ გასულ წელს, ევროკავშირის ქვეყნებში მოხმარებული კონტრაბანდული სიგარეტების რაოდენობა 13.1 მილიარდს გაუტოლდა. მისი 47% კი საფრანგეთზე მოდიოდა.

საფრანგეთში დიდი რაოდენობით კონტრაბანდული სიგარეტის მოხმარება “ფრანგული სინდრომის” სახელით არის ცნობილი. მიზეზი კი თამბაქოს მოხმარების შემცირების მიზნით, თამბაქოს პროდუქციაზე დაწესებული მაღალი გადასახადია. აღსანიშნავია ისიც, რომ არალეგალური ვაჭრობის შედეგად კი, საფრანგეთის ბიუჯეტი ყოველწლიურად 7 მილიარდს კარგავს.

როგორ არის შესაძლებელი თამბაქოს კონტრაბანდასთან გამკლავება?

ერთი მხრივ, საჭიროა მოქალაქეებს ესმოდეთ ის ზიანი, რომელსაც უაქციზო თამბაქოს მოხმარება შეიცავს. ხშირად, აღნიშნული პროდუქცია ყოველგვარი სტანდარტების დაცვის გარეშე იწარმოება, რაც დამატებით საფრთხეს ქმნის მომხმარებელთა ჯანმრთელობისთვის. ამასთან, თითოეული შეძენილი არალეგალური თამბაქოს შეფუთვა ხელს უწყობს დანაშაულებრივი დაჯგუფებების დაფინანსებას.

მეორე მხრივ, მთავრობებმა უნდა მოახდინონ ისეთი საკანონმდებლო ინიციატივების გატარება, რომლებიც გაითვალისწინებს თითოეული მწეველისა და მოქალაქის ხმას. ხოლო ისეთი დანაშაულებრივი დაჯგუფებები, რომლებიც სრულწლოვან მწეველებს შავ ბაზარზე თამბაქოს პროდუქციას სთავაზობენ, მკაცრად უნდა ისჯებოდნენ, კანონის შესაბამისად.

ახალ საკანონმდებლო მიდგომებს აქვთ შესაძლებლობა, ხელი შეუწყონ საზოგადოებრივ ჯანდაცვას და მომხმარებელთა ქცევის გაუმჯობესებას. ისევე, როგორც ეს საკვების ინდუსტრიაში ხდება შაქარისა და მარილის დონის შემცირების, ან ავტომობილების მწარმოებელ ინდუსტრიაში, ელექტრონული და ჰიბრიდული მანქანების წარმოების ხელშეწყობით.

კანონმდებლებმა უნდა გაითვალისწინონ პოლონეთისა და რუმინეთის მაგალითები, სადაც კონტრაბანდული თამბაქოს მოხმარება 2022 წელს შემცირების ტენდენციის ხასიათდებოდა და KPMG-ს მიერ ჩატარებული კვლევების ისტორიაში, უპრეცედენტო მინიმუმზე ფიქსირდებოდა. აღნიშნული ქვეყნები ახდენენ გონივრული ფისკალური ინიციატივების გატარებას და ეფექტური კანონების იმპლემენტაციას, რომელიც მიმართულია არალეგალური თამბაქოთი ვაჭრობის პრევენციისკენ.

KPMG-ს კვლევა არ უნდა იყოს აღქმული, როგორც რიგითი ფაქტების გაცნობისთვის შექმნილი კვლევა. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ აღნიშნული შედეგები და მოვახდინოთ მათი გადაწყვეტილების მიღების პროცესში იმპლემენტაცია.

სიგარეტის მოხმარებასთან დაკავშირებული პრობლემების უგულებელყოფა ზიანს აყენებს საზოგადოების კეთილდღეობას და თითოეულ ჩვენგანს: გასახადების არიდება ბიუჯეტის შემცირებას და დანაშაულებრივი ჯგუფების შემოსავლის ზრდას იწვევს, ამასთან, ზრდის ჯანმრთელობის რისკებს და ზიანს აყენებს როგორც მწეველის, ასევე მის გარშემომყოფთა ჯანმრთელობას. ამიტომ საჭიროა, მოქმედება და უკეთესი მომავლის შექმნის ხელშემწყობი ინიციატივების გატარება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები