მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქუთაისის მერია 2,6 მლნ ლარად 60 ახალ ავტობუსს შეიძენს

5fae6bc468203
ელენე გოგბერაშვილი
13.11.20 15:15
849
ქუთაისში ახალი მუნიციპალური ტრანსპორტის ავტოპარკის მოწყობა მიმდინარეობს. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ავტოპარკი სულხან-საბას გამზირზე შენდება, სადაც ერთდროულად 60 ავტობუსი განთავსდება. 

"ქუთაისს მუნიციპალური ავტოპარკი ათწლეულებია არ ჰქონია. ახალი, თანამედროვე, კომფორტული ავტობუსები ჩვენი ქალაქისთვის უკვე შეძენილია. მალე დასრულდება ავტოპარკის მშენებლობაც და ქუთაისის ქუჩებში ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოემსახურება ჩვენს მოქალაქეებს"- განაცხადა ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ფირმა „სქაი ჰაუსი“ ასრულებს, რისთვისაც 2 643 000 ლარი იხარჯება. მუნიციპალური ტრანსპორტის ავტოპარკი ავტობუსების პირველ ნაკადს თვის ბოლოს მიიღებს.