მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რუსთავი გვაინტერესებს" - რომელ ქალაქებში გეგმავს "თეთრი კვადრატი" შესვლას?

თეტღი კვადრატი

"თეთრი კვადრატის" და "ბიქეი ჰოლდინგის" მმართველი პარტნიორის ირაკლი ბურდილაძის თქმით, ქუთაისთან ერთად, კომპანია უახლოეს პერიოდში რუსთავის უძრავი ქონების ბაზარზე შესვლასაც განიხილავს.

კომპანიაში ფიქრობენ, რომ ქალაქი თბილისთან სიახლოვის გამო განსაკუთრებით პერსპექტიულია. რაც შეეხება აჭარას, როგორც ბურდილაძემ გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტში“ სტუმრობისას განაცხადა, რეგიონის ბაზარი უკვე გაჯერებულია.

„ჩვენ ვაკვირდებით ყველა ქალაქს და ყველა გადაწყვეტილება, შევიდეთ ამა თუ იმ ქალაქში, განპირობებულია მოთხოვნით უძრავ ქონებაზე. მივიღეთ ქუთაისში შესვლის გადაწყვეტილება, რადგან იქ ვხედავთ მზარდ პოტენციალს საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე, პირველი პროექტი დავიწყეთ და ინტერესი საკმაოდ მაღალია.

არსებული ტენდენციების გათვალისწინებით ვფიქრობთ, რომ საინტერესო უნდა გახდეს პერსპექტივაში რუსთავი, თბილისთან მისი სიახლოვის გამო და იმ შეზღუდვების გამო, რაც თბილისს აქვს როგორც ქალაქს. უსასრულოდ ვერ გაიზრდება თბილისი, ამიტომ რუსთავი გვაინტერესებს და ვაკვირდებით.

ბათუმში არ ვართ წარმოდგენილი იმის გამო, რომ ბევრი მოთამაშეა ისედაც, გაჯერებულია ბაზარი. თუ იქნება საინტერესო პროექტი, შევალთ, თუმცა ჩვენი ინტერესის საგანია თბილისი, ქუთაისი და უახლოეს პერსპექტივაში რუსთავსაც ვაკვირდებით.“ - განაცხადა ირაკლი ბურდილაძემ.

ინფორმაციისთვის, კომპანიამ ცოტა ხნის წინ წარადგინა პროექტი ქუთაისში. ლადო ასათიანის ქუჩაზე 15-სართულიანი კორპუსი 307 საცხოვრებელ ბინასა და სხვადასხვა ტიპის კომერციულ და საოფისე ფართებს აერთიანებს. მისი დასრულების ვადად 2026 წლის დეკემბერი სახელდება.

კომპანია „თეთრი კვადრატი“ 4 წელია ბაზარზეა. ამ დროის განმავლობაში მათ 11 პროექტი წარადგინეს, მათგან 10 აქტიურ სამშენებლო ფაზაშია. ოთხი პროექტის დასრულებას კომპანია 2024 წელს აანონსებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები