მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქუთაისში ოლიმპიური სტანდარტების საცურაო აუზი შენდება - პროექტი 8 მლნ ლარია

63282bd400169
ნინო ჩიბჩიური
20.09.22 10:10
943
ქუთაისში, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე თანამედროვე სტანდარტების მქონე საცურაო კომპლექსი შენდება. აღსანიშნავია, რომ პროექტი აზიის განვითარების ბანკისგან მიღებული სესხის ფარგლებში ხორციელდება.

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია დიდი და მცირე საცურაო აუზების მოწყობა. კომპლექსი ასევე ითვალისწინებს გასახდელების და საშხაპეების მოწყობას როგორც აუზის მომხმარებლებისთვის, ისე მსაჯებისა და მწვრთნელებისთვის. ტრიბუნები კი 500 მაყურებელზე იქნება გათვლილი. დაგეგმილია სპორტსმენთა ფიზიკური მდგომარეობის აღდგენისა და ტრავმების სარეაბილიტაციო დანიშნულების სივრცეების მოწყობაც.

კომპლექსი ასევე მოიცავს ტრენაჟორების დარბაზს, ღია კაფეს და პატარა მაღაზიას. კომპლექსი ადაპტირებული იქნება შშმ-პირებისთვის. დაგეგმილია ტერიტორიის კეთილმოწყობა, პარკინგი, როგორც მსუბუქი მანქანებისთვის, ასევე ავტობუსებისთვის.

გეგმის მიხედვით ობიექტი ექსპლუატაციაში 2 წელში უნდა შევიდეს. ქუთაისის ოლიმპიური აუზი ერთ-ერთია იმ 4 მასშტაბურ სპორტულ კომპლექსებს შორის, რომელსაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს. მათ შორისაა, ახალციხის, რუსთავისა და ზუგდიდის სპორტკომპლექსები.