მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქუთაისში ADB-ის ₾13.6-მილიონიანი მხარდაჭერით ოლიმპიური საცურაო აუზი აშენდა

6465aa19ec9c0
BM.GE
18.05.23 08:28
1890
ქუთაისში ოლიმპიური საცურაო აუზის სამშენებლო სამუშაოები დასრულდა. ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი
ავრცელებს.

უწყების ცნობით, თანამედროვე, ოლიმპიური სტანდარტის საცურაო აუზის სიგრძე 50 მეტრი, ხოლო სიგანე 25 მეტრია. აუზის კომპლექსში მოეწყო 600-მდე მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა, მცირე საბავშვო აუზი, სავარჯიშო დარბაზები, გასახდელები სპორტსმენებისა და მსაჯებისათვის, სივრცეები კვებისა და სპორტული ინვენტარის მაღაზიებისათვის. აუზის გარე ტერიტორიაზე მოეწყო პარკინგი და გარე კაფე.

ოლიმპიური აუზის შენობა აღჭურვილია თანამედროვე საინჟინრო ქსელებით, საფილტრაციო და სატუმბი სადგურებით, გათბობის, გაგრილების და სახანძრო სისტემებით. 

ახალი აუზით სარგებლობას შეძლებენ როგორც მოყვარულები, ისე სპორტსმენები საწყლოსნო სპორტის სხვადასხვა სახეობაში. ოლიმპიური აუზი მოემსახურება ადგილობრივ და საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებსაც.

აუზის ინფრასტრუქტურა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.

ამჟამად, სრულდება საცურაო აუზის აღჭურვა და მიმდინარეობს მისი ტესტირების პროცესი.

ქუთაისში ოლიმპიური აუზის მშენებლობა 2021 წლის აპრილში, აზიის განვითარების ბანკის (ADB) 13.6 მილიონი ლარის ფინანსური მხარდაჭერით დაიწყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები