მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქუთაისში, რიონის ხეობის გადარჩენისთვის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

604dd6f38d474
თამთა ჯიჯავაძე
14.03.21 13:25
546
ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე რიონის ხეობის გადარჩენისთვის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. დემონსტრაცია 13:00 საათზე დაიწყო.

„ვიკრიბებით ქართული მიწის დასაცავად“, - აცხადებს საინიციატივო ჯგუფი „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“.

შეგახსენებთ, ადგილობრივები ნამახვანჰესის მშენებლობას აპროტესტებენ.

საქართველოს მთავრობის განცხადებით, ინვესტორ კომპანია ENKA Renewables-თან მიღწეული შეთანხმებით, ნამახვანჰესის კაშხლის და წყალსაცავის მშენებლობა მანამ არ დაიწყება, სანამ კვლევები არ გადამოწმდება. ასევე შეიქმნება რიონის ხეობის განვითარების 5-მილიონლარიანი ფონდი, კომპანიაში დაინიშნება ქართველი დირექტორი და პროექტის ზედამხედველობისთვის შეიქმნება დამოუკიდებელი საბჭო.