მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქვეშეთი-კობის საავტომობილო გზაზე 9-კილომეტრიანი გვირაბის მშენებლობა მიმდინარეობს

624beb99740cf
BM.GE
05.04.22 11:07
615
ქვეშეთი-კობის საავტომობილო გზაზე 9-კილომეტრიანი გვირაბის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს - ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. 

მათი თქმით, სამუშაოები მთავარ გვირაბში უკვე 1240 მეტრის, ხოლო საევაკუაციო გვირაბის მშენებლობა 2840 კმ-ის სიღრმეში ხორციელდება. პარალელურად გრძელდება გვირაბამდე მისასვლელი გზის სამშენებლო სამუშაოები. 

პროექტის ფარგლებში, ჯამში, აშენდება 23 კმ-იანი 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, 5 ხიდი, 5 გვირაბი და განხორციელდება 1 ხიდის რეაბილიტაცია.

1.2 მილიარდი ლარის პროექტს აზიის განვითარების ბანკი, ასევე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკები აფინანსებს.

გზა ექსპლუატაციაში 2024 წელს უნდა შევიდეს.

ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობა დაყოფილია 2 მონაკვეთად, 909-მილიონიანი ხელშეკრულება გვირაბის მონაკვეთზე China Railway Tunnel Group Co-სთან არის გაფორმებული, საგზაო მონაკვეთის კი "ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროსთან".