მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქვეყანაში ბიუროკრატია დამძიმდა - თამაზ დაუშვილი

5ffc6d85dae78
ლიკა გურაბანიძე
11.01.21 22:07
1352

"დიოს" აღმასრულებელი დირექტორი თამაზ დაუშვილი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ბიუროკრატია დამძიმდა. როგორც მან “საქმიან დილაში” სტუმრობისას აღნიშნა, "ის რეგულაციები, რაც ბიზნესისთვის საჭიროა უნდა არსებობდეს, მაგრამ ქვეყანაში მისი გადალახვის მექანიზმები ძალიან გართულებულია. როგორც ბიზნესმენი ამბობს, სწორედ გართულებულმა ბიუროკრატიამ კომპანიას 2020 წელს საწარმოს გახსნის პროცესი შეუჩერა. 

"აწარმოე საქართველოში ფარგლებში გაფართოვებას არსებული ქარხნის ნაწილში ვგეგმავდით, თუმცა შეფერხდა, რადგან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსხურსა და GWP-ს შორის კონკრეტული საკითხის შეთანხმების პროცესი დროში გაიწელა, რამაც შენობის ექსპლუტაციაში მიღების დასრულების პროცესი შეაფერხა. საკითხი სახანძრო ჰიდრანტის მოწყობას ეხება, ჩვენ კი ორივე მხარესთან ცალ-ცალკე მისვლა გვიწევს.


2021 წელს მოლოდინები ოპტიმისტური მაქვს და ძალიან მინდა ყველა დავაიმედო, რომ უკეთესი წელი გვექნება და პანდემიას 2021-ში დავასრულებთ. კარგი იქნება ვიფიქროთ იმაზე, თუ რა სჭირდება ქვეყანას განვითარებისთვის” - განმარტა დაუშვილმა.