მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქვეყანაში დადებითობის დღიური მაჩვენებელი 22.65%-მდე გაიზარდა

61ee4cbe38945
ინგა მურუსიძე
24.01.22 10:51
343
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით 35 082 კვლევა ჩატარდა ტესტით, მათ შორის 20 608 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 474 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში ვირუსით ინფიცირების 7 947 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. 

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 23 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 22.65%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 13.08% ხოლო 7 დღის მანძილზე - 16.61%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 5 550 პირი, ხოლო კორონავირუსით გარდაცვალების 31 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 732 პირი ემსხვერპლა.

"დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 7 947 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 4 496 შემთხვევა, აჭარა - 1 352, იმერეთი - 857, ქვემო ქართლი - 282, შიდა ქართლი - 266, გურია - 100, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 215, კახეთი -180, მცხეთა-მთიანეთი - 98, სამცხე-ჯავახეთი - 93, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -8.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 77 049-ია, საიდანაც: 4 618 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 949, აჭარაში - 651, იმერეთში - 896. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 987 პირი, მათ შორის, თბილისში - 385, აჭარაში - 137, იმერეთში - 258. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 273 პირი, მათგან თბილისში - 139, აჭარაში - 55, იმერეთში - 27. 2 061 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 203 - თბილისში, 658 - აჭარაში. 70 370 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 34 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 30, ხოლო აჭარაში - 4.

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 23 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 299 პირი", - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.