მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა 12.7% სამედიცინო პერსონალია-გამყრელიძე

5ead6cfa8d9b3
BM.GE
02.05.20 16:46
1096

"ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა 12.7% სამედიცინო პერსონალია, რაც საშუალო ევროპული მაჩვენებელია"-ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

"პერსონალურ ინფორმაციას არ გავცემ, თუმცა ზოგადად შემიძლია ვთქვა, რომ სამედიცინო პერსონალის წილი ინფიცირებულებში 12,7 პროცენტს შეადგენს. ასეთივეა დღეს საშუალო ევროპული მაჩვენებელი. ესპანეთში იყო 19%, საფრანგეთში - 15% და ა.შ. საშუალოდ ეს მაჩვენებელი 10-დან 15%-მდე მერყეობს.

ჩვენ ვართ წინა ხაზზე. ჩვენ ყველამ უნდა დავიცვათ წესები და მათ შორის ჩემმა კოლეგებმა ძალიან სკურპულოზურად უნდა დაიცვან ის წესები, რაც ინფექციის კონტროლთან არის დაკავშირებული. კერძოდ, იმ დამცავი საშუალებების მოხმარება, ჩაცმა, გახდა, დახურვა მათი და ა.შ. მაგრამ მედიცინაში 100%-იანი არაფერი არ არის. ნებისმიერ ბრძოლაში, იქნება ეს ნამდვილი ომი იარაღით, თუ კორონავირუსთან ბრძოლა, სამწუხაროდ, ჩვენ, სამედიცინო პერსონალი ვართ მოწყვლადი პოპულაცია” - განაცხადა გამყრელიძემ.

 

შეგახსენებთ, ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 582-ს შეადგენს. აქედან 207 გამოჯანმრთელებულია, 8 კი გარდაიცვალა.