მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქვეყნები, სადაც ყოველ ას მოსახლეზე კორონავირუსის წინააღმდეგ ყველაზე მეტი ადამიანი აიცრა

602c038c65304
ნათია თაქთაქიშვილი
16.02.21 22:05
1323
ანალიტიკური პლატფორმა Statisa-ს მონაცემებით, ყოველ 100 მოსახლეზე ვაქცინაციის მიხედვით, მსოფლიოში ისრაელი ლიდერობს.

ქვეყანაში ყოველი 100 მოქალაქიდან, 15 თებერვლის მონაცემებით, ვაქცინა უკვე მიიღო 72.58-მა პირმა.

ისრაელის შემდეგ ვაქცინაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი არაბეთის გაერთიანებულ საამიროშია, სადაც ყოველ 100 მოსახლეზე 50.61 ადამიანმა მიიღო ვაქცინის დოზა. შემდეგ კი დიდი ბრიტანეთი მოდის, სადაც ყოველ 100 მოსახლეზე ვაქცინაცია 22.23 პირს ჩაუტარდა.

აღსანიშნავია, რომ ისრაელში ვაქცინაცია 19 დეკემბერს დაიწყო და დღეში საშუალოდ 150,000 მოქალაქეს უტარდება აცრა. ქვეყანამ პანდემიის ადრეულ ეტაპზევე დაჯავშნა ამერიკულ-გერმანული Pfizer-BioNTech-ის ვაქცინა, რომელიც 90%-ის შემთხვევაშია ეფექტური.

TOP-8 ქვეყანა კოვიდზე ვაქცინაციის მიხედვით, შემდეგია:

1. ისრაელი
2. არაბეთის გაერთიანებული საამირო
3. დიდი ბრიტანეთი
4. აშშ
5. ბაჰრეინი
6. სერბეთი
7. ჩილე
8. დანია.