მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

1-3 მაისს ილია დარჩიაშვილი ისრაელს ეწვევა - ხელი მოეწერება ტურიზმის და თავისუფალ ვაჭრობასთან დაკავშირებულ საკითხებს

644fecc134937
BM.GE
01.05.23 20:14
567
1-3 მაისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ისრაელის სახელმწიფოს ეწვევა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

მათი ცნობით, საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრებს გამართავს ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტთან, ასევე ქვეყნის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების უმაღლეს პირებთან.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ისრაელში ვიზიტის ფარგლებში, ხელი მოეწერება საქართველოსა და ისრაელის მთავრობებს შორის შეთანხმებას ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ და ერთობლივ დეკლარაციას საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყებისთვის ტექნიკური-ეკონომიკური კვლევის შესახებ.

აღსანიშნავია, რომ ილია დარჩიაშვილი შეხვდება ისრაელში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები