მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქვეყნის მთავარი ეკონომიკური პრობლემები უმუშევრობა და ფასების ზრდაა - NDI

61f259099c7cd
ვიქტორია მღებრიშვილი
27.01.22 12:44
1745
თქვენი აზრით, რა არის ამჟამად საქართველოს ეკონომიკის წინაშე მდგარი ყველაზე დიდი პრობლემა? - ეს კითხვა 2021 წლის 7-13 დეკემბრის პერიოდში ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC-საქართველოს მიერ ჩატარებული კვლევის ფარგლებში დაისვა და გამოკითხულთა უმრავლესობამ უპასუხა, რომ დღეს ქვეყანაში პრობლემების ჩამონათვალი უმუშევრობითა და ფასების ზრდით/ინფლაციით იწყება.

NDI-ის დღეს გამოქვეყნებული კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 49% თვლის, რომ მთავარი ეკონომიკური პრობლემა უმუშევრობაა; ფასების ზრდა/ინფლაცია - 42%; სიღარიბე - 23%; დაბალი ხელფასები - 21%; ლარის გაუფასურება - 14%; კორონავირუსი - 10%; მაღალი გადასახადები - 8%; საწვავზე მაღალი ფასები - 5%; კორუფცია და ნეპოტიზმი - 3%; სესხებზე ხელმისაწვდომობის ნაკლებობა - 2%;

სხვა პრობლემების არსებობას კი ისეთი როგორიც სოფლის მეურნეობის, ადგილობრივი წარმოების ნაკლებობა და ეკონომიკური პოლიტიკაა, გამოკითხულთა 14% ასახელებს. აღსანიშნია, რომ კვლევაში ჩართული მოქალაქეების 1% მიიჩნევ,ს რომ პრობლემების წინაშე არ დგას, ხოლო 4%-მა არ იცის რა პრობლემებია.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მოქალაქეები ძირითად ეკონომიკურ პრობლემებზე პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად თანხმდებიან.



ცნობისთვის: კვლევა 2021 წლის 7-13 დეკემბრის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,099 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.4 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. კვლევა ჩაატარა CRRC-საქართველომ.