მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფასების ზრდა, დასაქმება და სიღარიბე კვლავ ყველაზე დიდ გამოწვევებად რჩება - NDI

საქსტატი

ფასების ზრდა, დასაქმება და სიღარიბე კვლავ ყველაზე დიდ გამოწვევებად რჩება, - ამის შესახებ “ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის”(NDI) კვლევაშია აღნიშნული.

კითხვაზე, ჩამოთვლილთაგან რომელი ეროვნული საკითხებია თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, გამოკითხულები ასე პასუხობენ: ფასების ზრდა/ინფლაცია - 37%; სამუშაო ადგილები - 35%; სიღარიბე - 28%; ტერიტორიული მთლიანობა - 23%; პენსიები - 20%, ხელფასები - 17%; განათლება - 11%; ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურება - 8%, ადამიანის უფლებები - 8%; ნატო-ში გაწევრიანება - 7%; ამას მოსდევს ევროკავშირში გაწევრიანება, სამართლიანი არჩევნები, რუსეთთან ურთიერთობა, სიტყვის თავისუფლება, საკუთრების უფლება, კორუფცია, კრიმინალი და ა.შ.

გამოკითხვა 2023 წლის 12 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე ჩატარდა და ქვეყნის მასშტაბით განხორციელებულ (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ ინტერვიუს სახით 2,068 მოქალაქე გამოიკითხა.

საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2,2%