მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა არის საქართველოს მთავარი ეკონომიკური პრობლემა სოსო ფხაკაძის აზრით?

5dee25e42ec52
სალომე მეცხვარიშვილი
09.12.19 14:48
1682
საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტის სოსო ფხაკაძის განცხადებით, საქართველოს მთავარი ეკონომიკური პრობლემა ლარის მერყევი კურსია. მისი თქმით, ძალიან დიდი დრო გავიდა, რაც ლარი მერყეობას განაგრძობს და ბიზნესი უკვე კონკრეტულ შედეგებს ელოდება.

“ფუნდამენტური მაკროეკონომიკური პარამეტრები არის მყარი. მაგრამ ეს მაკროეკონომიკური სიჯანასაღე ვერ პოულობს ასახვას ლარის გაცვლით კურსზე. ის, რომ ძალიან ბევრი პრობლემა დაგროვდა ბიზნესში, ერთ-ერთი მთავარი (ფაქტორი) არის ლარის კურსის ცვალებადობა, არაპროგნოზირებადობა. მომავალში როგორი ვითარება იქნება შიდა სავალუტო ბაზარზე, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სწორედ ინვესტიციების შემოდინებაზე. ყველაზე დიდი ინვესტორები ნებისმიერ ქვეყანაში არიან ადგილობრივი ბიზნესმენები, სწორედ მათ შემოჰყავთ ძირითად შემთხვევაში უცხოელი ინვესტორები. ამ ყველაფრისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ლარის კურსის სტაბილურობა”,- განაცხადა ფხაკაძემ.

კითხვაზე, ვინ არის პასუხისმგებელი ლარის კურსზე და ვისგან ითხოვენ ისინი შედეგებს, სოსო ფხაკაძე ამბობს, რომ ამ შედეგს ითხოვენ ყველასგან, მათ შორის საკუთარი თავისგანაც.