რა არის წარმატება და როდის არის ადამიანი წარმატებული? - ზაზა ფაჩულიას აზრით, წარმატების აღქმა შეიძლება სუბიექტურია და დამოკიდებულია იმ სფეროზე, სადაც საქმიანობ. ამ შესახებ კალათბურთელმა BMGTV-ის გადაცემა #ბარში წარმატების თემაზე მსჯელობისას განაცხადა.
ზაზა ფაჩულიას აზრით, ყველაზე მთავარია, გიყვარდეს ის საქმე, რომელსაც აკეთებ. „საქმის სიყვარულის გარეშე ვერ მოვა ვერც ბედნიერება და ვერც წარმატება“, - ამბობს სპორტსმენი.
ფაჩულიას თქმით, ყველაზე მეტად აბედნიერებს ის ფაქტი, როცა იგებს, რომ ძალიან ბევრი ადამიანისთვის მისი საქმიანობა და კარიერა არის ინსპირაცია.
„მე შემიძლია გაგიზიაროთ, ჩემი აღქმით, რა არის წარმატება და რით ვამაყობ ყველაზე ძალიან. პირველ რიგში, მე წარმატებად მიმაჩნია ის ფაქტი, როცა ადამიანი იპოვის იმ სივრცეს, სადაც ყველაზე ბედნიერია. მე მაინც და მაინც ფული არ მაინტერესებდა ყველაზე მეტად, რადგან ვფიქრობ, რომ როგორც NBA-ს მოთამაშეს ისტორიაში ყველაზე მეტი ფული არ მიმიღია, მაგრამ ძალიან მიყვარს ეს სპორტი და მის სიყვარულში ნებისმიერ ადამიანს შევეჯიბრები.
მეორე - ამდენი ადამიანისთვის, ამდენი ბავშვისთვის ინსპირაცია რომ იქნები, არამარტო შენს ქვეყანაში, არამედ მთელ მსოფლიოში და გესმის ისტორიები, რომ „შენ გამო დავიწყე კალათბურთის თამაში“-ო, ამაზე დიდი ბედნიერება და წარმატება რა შეიძლება იყოს?! ეს ერთგვარი მოტივაციაც არის - ასეთ დროს გინდა, რომ ის საქმე აკეთო უფრო დიდხანს და უფრო მაგრად... და შემდეგი თაობა რომ ამ ნაბიჯს დგამს და ამ სფეროში შემოდის, გინდა, რომ კარი ბოლომდე გაუღო. მე ამით ვამაყობ. ჩემთვის ეს არის წარმატება და ბედნიერება“, - ამბობს ზაზა ფაჩულია.
ცნობილი კალათბურთელი ახალგაზრდებს ურჩევს, გააკეთონ მაქსიმუმი იმ საქმესა და სფეროში, სადაც არიან და არასდროს შეწყვიტონ განვითარება.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი