2006 წელს Authentic Brands Group-მა Reebok-ი 2.46 მილიარდ დოლარად შეიძინა, ახლა კი მის პრეზიდენტად, უკანასკნელი თანამშრომლობიდან 25 წლის შემდეგ, შაკილ ო'ნილი, ხოლო ვიცე-პრეზიდენტად ალენ აივერსონი დაინიშნა.
კომპანიის მიზანი საკალათბურთო სეგმენტზე დომინაციის დამყარება და Nike-თან, Adidas-თან და Under Armour-თან 2025 წლისთვის კონკურენციის გაწევაა.
ცნობისთვის, 1992 წელს შაკილ ო'ნილის NBA-ში დებიუტის შემდეგ Reebok იყო პირველი კომპანია, რომელთანაც მასთან კონტრაქტი გააფორმა. მათი ურთიერთობა 1998 წელს დასრულდა, როდესაც კომპანიამ კრიზისული სიტუაციის გამო სახელფასო ჭერის შემცირება გადაწყვიტა.
აქამდე ო'ნილის ბრენდირებული ფეხსაცმელების შეძენა Walmart-ში იყო შესაძლებელი, სადაც 2021 წლიდან დღემდე 400 მილიონი წყვილის გაყიდვა შეძლო.