NBA-ის 3 გზის ჩემპიონი გუნდი “მაიამი ჰიტი” მთავარ მწვრთნელ ერიკ სპოელსტრასთან ხელშეკრულებას გააგრძელებს.
ახალი კონტრაქტი 8 წელზე იქნება გათვლილი და ამ დროში სპოელსტრა 120 მილიონ დოლარს მიიღებს. ეს ყველაზე დიდი თანხაა, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში NBA-ის მთავარ მწვრთნელს აუღია, თუმცა წლიური შემოსავლის თვალსაზრისით ერიკზე მეტს “სან ანტონიო სპურსის” მწვრთნელი გრეგ პოპოვიჩი გამოიმუშავებს, რომელსაც 5 წლიანი 80 მილიონის ღირებულების კონტრაქტი აქვს გაფორმებული და წელიწადში 16 მილიონ დოლარს იღებს, მაშინ როდესაც სპოელსტრა ახალი კონტრაქტით წლიურად 15 მილიონს დაიმსახურებს.
სპოელსტრა “მაიამი ჰიტთან” ერთად 6-ჯერ გავიდა ფინალში, სადაც მხოლოდ ორჯერ შეძლო გამარჯვება და ზოგადად გამარჯვებების რაოდენობით ის NBA-ის 20 ყველაზე წარმატებულ მწვრთნელს შორის იკავებს ადგილს.
ცნობისთვის, ერიკ სპოელსტრამ 2008 წელს მთავარი მწვრთნელის პოსტზე პატ რაილი ჩაანაცვლა და ამჟამად წლიური ხელფასის სახით 7,5 მილიონ დოლარს იღებს.