მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

NBA-ის ოთხგზის ჩემპიონმა, ანდრე იგუდალამ კარიერა დაასრულა

ანდრე იგუდალა

“გოლდენ სტეიტ უორიორზის” ფორვარდმა ანდრე იგუდალამ კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა. 19-წლიანი კარიერის შემდეგ ანდრე გეგმავს, რომ თავის ბიზნესპარტნიორ რუდი ქლაინ-ტომასთან ერთად 200 მილიონ დოლარად ვენჩურული ფონდი დააარსოს.

ქლაინ-ტომასი, რომელიც ინგლისური საფეხბურთო კლუბის “ლიდს იუნაიტედის” ვიცე-პრეზიდენტი და მცირე ნაწილის მფლობელია, ასევე ალტერნატიული აქტივების კომპანია MASTRY-ის დამაარსებელიცაა.

რაც შეეხება იგუდალას, ის სან ფრანცისკოს გოლფის ტურნირის TGL-ის მცირე ნაწილის მფლობელია და ინვესტიციები აქვს ჩადებული ინგლისური ჩემპიონშიპის კლუბ “ლიდს იუნაიტედში” და ამერიკულ ქალთა საფეხბურთო კლუბ BAY FC-ში, რომელიც სულ ახლახან დაფუძნდა და გათამაშებაში 2024 წელს ჩაერთვება.

ჯამში იგუდალამ NBA-ში ათასზე მეტი მატჩი ჩაატარა “უორიორზის” შემადგენლობაში ჩემპიონი 4-ჯერ გახდა, 2015 წელს კი ფინალური სერიის საუკეთესო მოთამაშედაც დასახელდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები