მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ფილადელფია 76-მა” ჯეიმს ჰარდენი “ლოს ანჯელეს კლიპერსში” გაუშვა

ჰარდენი კლიპერსი

ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში დიდი გაცვლა განხორციელდა. ფილადელფიადან ჯეიმს ჰარდენი კარიერას ლოს-ანჯელესურ “კლიპერსში” გააგრძელებს, სადაც პოლ ჯორჯთან, კავაი ლეონარდთან და რასელ ვესტბრუკთან ერთად დიდებულ კვარტეტს შექმნის.

მის სანაცვლოდ “ფილადელფიამ” ნიკ ბატუმი, რობერტ კოვინგტონი, მარკუს მორისი და კეიჯეი მარტინი მიიღო.

ცნობისთვის გეტყვით, რომ გასულ სეზონში ჰარდენმა “ფილადელფიისგან” 33 მილიონ დოლარზე მეტი მიიღო, ამ სეზონში კი 35.6 მილიონი უნდა მიეღო, თუმცა ხელმძღვანელობასთან ურთიერთობა ძალიან დაეძაბა.

კლუბის საკალათბურთო ოპერაციების პრეზიდენტ დერილ მორის ჰარდენმა მატყუარა უწოდა და გუნდთან ერთად წინა სასეზონო შეკრება არ გაიარა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები