ამერიკულმა გამოცემა Forbes-მა, 2023 წლის ყველაზე ძვირად შეფასებული NBA-ის კლუბების რეიტინგი გამოაქვეყნა. 4 წლის წინ ახლად შექმნილ გუნდს თუკი ასოციაციაში გაწევრიანების სურვილი გაუჩნდებოდა 2.5 მილიარდი უნდა გადაეხადა, ახლა კი მას შემდეგ რაც NBA ახალ მედია ხელშეკრულებას გააფორმებს ეს თანხა გამორმაგდება.
წელს ასოციაციის კლუბის საშუალო ღირებულება 3.85 მილიარდ დოლარს აღწევს, რაც შარშანდელ მაჩვენებელზე 15%-ით მეტია, ხოლო 2019 წლის შედეგს საერთოდ 75%-ით აღემატება. 2023/24 წლების სეზონში ლიგა $13 მილიარდს მიიღებს, რაც 23%-ით მეტია, ვიდრე გასულ სეზონში.
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მთავარი შემოსავალი რეკლამებია, სულ მალე ლიგაში “IN-Season” ტურნირი დაიწყება, ამასთანავე კლუბებს შეემატათ ახალ-ახალი სპონსორები მათ შორის “ნიუ იორკ ნიკსს” “The Sphere” - არენა, რომელსაც სფეროს ფორმა აქვს და რომლის მფლობელიც “ნიკსის” სათამაშო არენის “Madison Square Garden-ის” ერთ-ერთი მფლობელი ჯეიმს დოლანია.
მიუხედავად იმისა, რომ გასულ სეზონში ჩემპიონი “დენვერ ნაგეთსი” გახდა, ზედიზედ მეორე წელია ყველაზე ძვირად ღირებული ფრენჩაიზების რეიტინგში პირველობას არ თმობს “გოლდენ სტეიტ უორიორსი”, რომლის ღირებულებაც 7.7 მილიარდს შეადგენს, რაც გასული წლის მონაცემთან შედარებით 10%-იანი მატებაა. “უორიორსმა” 765 მილიონი დოლარი გამოიმუშავა 48%-ით მეტი ვიდრე ყველა სხვა კლუბმა. “ნიუ იორკ ნიკსი” (6.6 მილიარდი) და “ლოს-ანჯელეს ლეიკერსი” (6.4 მილიარდი) არიან ის კლუბები, რომელთა ღირებულებამაც “ოქროს შტატელებთან” ერთად 6 მილიარდს გადააჭარბა.
ფრენჩაიზების ღირებულების ზრდა ორი კლუბის გასხვისებამაც გამოიწვია. თებერვალში მეტ და ჯასტინ იშბამ “ფინიქს სანსი” 4 მილიარდად, ხოლო რიკ შნალმა და რიკ პლოტკინმა “შარლოტ ჰორნეტსი” მაიკლ ჯორდანისგან 3 მილიარდად შეისყიდეს. ასევე აპრილში ჯიმი და დი ჰასლემებმა “მილოუკი ბაქსის” 25% 3.2 მილიარდ დოლარად შეიძინეს. ამ შენაძენებით კლუბები NBA-ის ყველა დროის 4 ყველაზე ძვირად ღირებულ შესყიდვებს შორის მოხვდნენ.
2022 წელთან შედარებით წელს NBA-ის შემოსავალი 6%-ითაა გაზრდილი და საშუალოდ გუნდზე 353 მილიონ დოლარს შეადგენს, საიდანაც შემოსავლების ყველაზე დიდი წილი 60% მედიაზე მოდის.
იმის გათვალისწინებით, რომ ასოციაცია უახლოეს წლებში კიდევ ორი გუნდის დამატებას აპირებს სიეტლსა და ლას-ვეგასში უნდა ვივარაუდოთ, რომ კლუბებისა და მთლიანად NBA-ის შემოსავლები კიდევ უფრო გაიზრდება.
მთლიანობაში კი 2023 წლის 10 ყველაზე ძვირად ღირებული NBA-ის კლუბის რეიტინგი ასე გამოიყურება:
- Golden State Warriors
ღირებულება: $7.7 მილიარდი - New York Knicks
ღირებულება: $6.6 მილიარდი - Los Angeles Lakers
ღირებულება: $6.4 მილიარდი - Boston Celtics
ღირებულება: $4.7 მილიარდი - Los Angeles Clippers
ღირებულება: $4.65 მილიარდი - Chicago Bulls
ღირებულება: $4.6 მილიარდი - Dallas Mavericks
ღირებულება: $4.5 მილიარდი - Houston Rockets
ღირებულება: $4.4 მილიარდი - Philadelphia 76ers
ღირებულება: $4.3 მილიარდი - Toronto Raptors
ღირებულება: $4.1 მილიარდი