მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გამოწვევებია წყალმომარაგების სფეროში საქართველოში

5ddf82459a102
BM.GE
28.11.19 12:12
700
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა ეკატერინე გალდავამ წყალმომარაგების სექტორის დაფინანსების თემაზე მიძღვნილ, მანილაში გამართულ გლობალურ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

კომპანიის ხელმძღვანელმა, სიტყვით გამოსვლისას, საქართველოში წყლისა და წყალარინების სფეროს გამოწვევები მიმოიხილა, დარგში არსებულ პრობლემებზე, მათი გადაჭრის გზებსა და პერსპექტივებზე ისაუბრა, ასევე, ყურადღება გაამახვილა სატარიფო პოლიტიკის საკითხზეც.

"შეხვედრები სასესიო ფორმატში მიმდინარეობდა, სადაც ინვესტიციებისა და კომერციული ფინანსების მობილიზაციის საკითხებზეც იმსჯელეს; ასევე, განიხილეს მონაწილე ქვეყნების მაგალითები, რისკების მართვა და შედეგების გაუმჯობესება. დისკუსიების შედეგად, კვლევის შემუშავებისთვის საჭირო ნაბიჯები გადაიდგმება", – განმარტავენ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში. 

კონფერენცია - "მრგვალი მაგიდა-წყლის სფეროს დაფინანსება" არის გლობალურ პლატფორმა, რომლის მიზანს დარგის მდგრადი განვითარება წარმოადგენს, ამასთანავე, ხელს უწყობს მთავრობების, ფინანსურ ინსტიტუტების, საერთაშორისო და სამოქალაქო ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას.

ღონისძიებას, აზიის განვითარების ბანკის (ADB) ორგანიზებით, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციასთან, მსოფლიოს წყლის სამიტთან და ნიდერლანდების მთავრობასთან პარტნიორობით, ფილიპინების დედაქალაქი 26-28 ნოემბერს მასპინძლობს.