ჩვენ არ წარმოგვიდგენია არც ერთი ტიპის მონიტორინგის პროცესი, თუ კვლევის პროცესი, სექტორთან თანამშრომლობის გარეშე, - ამის შესახებ საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ლექვინაძემ BM.GE-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც კონკურენციის სააგენტოში გამოწვევების შესახებ ახალი თავმჯდომარის ხედვას შეეხებოდა.
ირაკლი ლექვინაძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ დღევანდელი შეხვედრაც იმის დასტურია, რომ სექტორებს შორის კომუნიკაცია არსებობს.
„კონკურენციის სააგენტოს გააჩნია თავისი განსაზღვრული კომპეტენციები, რომლის ფარგლებში კონკურენციის სააგენტო იმუშავებს აქტიურად. ბუნებრივია, ჩვენ არ წარმოგვიდგენია არც ერთი ტიპის მონიტორინგის პროცესი, თუ კლევის პროცესი, სექტორთან თანამშრომლობის გარეშე, რადგანაც მათთან თანამშრომლობის გარეშე შეუძლებელია სრული სურათის წარმოჩენა. ნებისმიერი საკითხი ბუნებრივია ამ კონტექსტში იქნება განხილული, და ჩვენ ამას ძალიან დიდ ყურადღებას მივაქცევთ.
რაც შეეხება ძველ თემას, იქ ჩვენ მაშინ აღვნიშნეთ, რომ არ მოხდა რაიმე ისეთი რაც კონკურენციის სააგენტოს კომპეტენციაში არ შედიოდა, უბრალოდ საუბარი იყო იმაზე, რომ საჭირო იყო მეტი კომუნიკაცია. ჩვენ ვაპირებთ ყველა დაინტერესებულ სექტორთან, იქნება ეს მომხმარებლები, პროფესიული ორგანიზაციები, საზოგადოებრივი თუ ბიზნეს სექტორი, იქნება აქტიური და ღია კომუნიკაცია“, - ამბობს ლექვინაძე.
ჟურნალისტის კითხვაზე რომელი სფეროების კვლევას აპირებს თავისი მოღვაწეობის პერიოდის განმავლობაში, ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა, რომ ეს არის დამოკიდებული სფეროების მხრიდან მომართვიანობაზე. მან ასევე აღნიშნა, რომ მონიტორინგის ნებისმიერ პროცესს არ გააჩნია ვადები და ის დამოკიდებულია იმ შედეგზე, რაც ამ ნაწილში დადგება და ამის შემდეგ გახდება შესაძლებელი მოკვლევის პროცესის განხორციელება.
„ნებისმიერი სფეროს ნაწილში, იქნება ეს მონიტორინგის დაწყება, თუ იქნება ეს კვლევის დაწყება, დამოკიდებულია კონკრეტული მომართვის შინაარსზე, ძირითადად თუ საკითხი ისმევა გარკვეული ჯგუფის მიმართ, ამ მიმართულებით სააგენტო მოქმედებს.
სააგენტოს ხაზით არის რამდენიმე მონიტორინგი და რამდენიმე მოკვლევა, რომლის დასრულების შემდეგაც საზოგადოებას ექნება საშუალება გარკვეული ინფორმაცია ჰქონდეს.
გეტყვით იმასაც, რომ დღევანდელი კანონმდებლობით არც ერთ სუბიექტს არ აქვს ვალდებულება ინფორმაციის მოწოდება აუცილებლად უზრუნველყოს და ეს შეიძლება გარკვეულ სირთულეებს ქმნიდეს. რაც შეეხება მოკვლევის პროცესს, აქ უკვე ეს ვალდებულება არსებობს“, - ამბობს სააგენტოს თავმჯდომარე.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
რატომ შეიკრიბა 400 ექიმი ჩაქვში? - ღონისძიების ორგანიზატორი
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა