მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა განაპირობებს საქართველოში Mastercard-ის ლიდერობას? - კომპანიის შეფასება

63c14ac5a8d91
გიორგი არონია
13.01.23 21:37
671
„Mastercard-ის მთავარი სიძლიერე ისაა, რომ კომპანია დივერსიფიცირებულია, ანუ გარკვეული ტიპის აქტივობას, სერვისსა და პროდუქტს ბაზრის ყველა სეგმენტს ვთავაზობთ,“ - ასე პასუხობს Mastercard-ის რეგიონული დირექტორი, დავით ზღუდაძე BMG TV-ის შეკითხვას, თუ რა განაპირობებს საქართველოში Mastercard-ის ლიდერობას.

„ვფიქრობ, მთავარი სიძლიერე ისაა, რომ ჩვენი კომპანია დივერსიფიცირებულია, ანუ გარკვეული ტიპის აქტივობას, სერვისსა და პროდუქტს ბაზრის ყველა სეგმენტს ვთავაზობთ. ჩვენს პორტფელში დიდი ყურადღება ეთმობა, როგორც ახალგაზრდულ, ასევე სკოლის მოსწავლეების სეგმენტს. საქართველოს ბანკის Mastercard-ის სასკოლო ბარათი ძალიან პოპულარულია. ცხადია, ყველა სეგმენტის ათვისება გვინდა და სწორედ დივერსიფიკაცია არის ის, რაც ბაზრის წილზე დადებითად აისახება“, - განაცხადა დავით ზღუდაძემ „საქმიანი დილის“ ეთერში.

ცნობისთვის: საბანკო ბარათების ბაზარზე, საქართველოში გადახდების ამერიკული გიგანტი, Mastercard-ი ლიდერობს, რომელიც სადებეტო ბარათების მიმართულებით ბაზრის 55%-იან და საკრედიტო ბარათების მიმართულებით, ბაზრის 26%-იან წილს ფლობს. საერთო ჯამში, საქართველოში Mastercard/Maestro-ს 3.89 მილიონი ბარათი არის რეგისტრირებული.