მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გავლენა აქვს რეფინანსირების განაკვეთის ზრდას სახელმწიფო ობლიგაციებზე მოთხოვნაზე?

606c42d8d36f8
BM.GE
06.04.21 16:43
1077
მთავრობამ დღეს 35 მლნ ლარის შიდა ვალი აიღო, ბანკებს კი 91 მლნ ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდის ყიდვა სურდათ.

საქართველოს მთავრობა სახაზინო ვალდებულებებისა და სახაზინო ობლიგაციების გამოშვებით ადგილობრივი ეკონომიკიდან შიდა ვალს იღებს. ამ ფინანსურ რესურსს სახელმწიფოსგან კომერციული ბანკები ყიდულობენ. სებ-ის მიერ რეფინანსირების განაკვეთის გაზრდასთან ერთად, სახელმწიფოს შიდა ვალის აღებაც გაუძვირდა. 

საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე BMG-სთან განმარტავს, რომ სებ-ის მიერ მარტში რეფინანსირების 50 საბაზისო პუნქტით, 8.5%-მდე გაზრდის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, ბანკების მხრიდან სახელმწიფო ობლიგაციების მიმართ ინტერესი გაიზრდება.

"რეფინანსირების განაკვეთის ზრდა ზრდის ფასიან ქაღალდებზე სარგებლის პროცენტს და ზრდის მოთხოვნას მასზე. ზოგადად არასდროს ყოფილა დაბალი მოთხოვნა ამ ფასიან ქაღალდებზე, მაგრამ მგონია, რომ კიდევ გაიზრდება", - აღნიშნავს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი.