მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გეგმები აქვს Glovo-ს დამფუძნებელს საქართველოში? საშა მიქაუდის თბილისური ვიზიტი ®

628f1c013a9b3
BM.GE
26.05.22 10:25
937
მსოფლიოში კარგად ნაცნობი მრავალკატეგორული მიწოდების პლატფორმა Glovo უკვე სამ წელზე მეტია საქართველოში ოპერირებს. ამ დროის განმავლობაში, ყოველმა მესამე სრულწლოვანმა მოქალაქემ გადმოწერა GlovoApp და ჯამში 1.5 მილიონზე მეტჯერ დააინსტალირა საკუთარ ტელეფონში.

ეს ნიშნავს, რომ Glovo, ეს ის კომპანიაა, რომელზე მოთხოვნაც, ბაზარზე შემოსვლის დღიდან, მზარდია, ხოლო მომხმარებელი, ერთგულად აგრძელებენ მიტანის მრავალკატეგორული სერვისით სარგებლობას, თანაც - საქართველოს 10 ქალაქში!

სწორედ ამიტომ, აღსანიშნია, რომ Glovo-ს თანადამფუძნებელი, სწორედ თბილისს ეწვია. საშა მიქაუდი 15 წელზე მეტია ინტერნეტ კომპანიების განვითარების მიმართულებით მუშაობს, Meta-ს ესპანური ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და რამდენიმე ციფრული ბიზნესის დამფუძნებელია.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, დაიგეგმა შეხვედრა სტარტაპებთან და სტუდენტებთან, ვებსტერის უნივერსიტეტის საქართველოს კამპუსსა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში. სადაც საშა მიქაუდმა, ტექნოლოგიებითა და ბიზნესით დაინტერესებულ ახალგაზრდებს საკუთარი გამოცდილება და ცოდნა გაუზიარა.

ასევე, მნიშვნელოვანია შეხვედრები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლებთან და ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ცენტრის ხელმძღვანელობასთან - აღნიშნული შეხვედრების ფარგლებში, მხარეებმა ქვეყნის ტექნოლოგიურ განვითარებაზე, სამომავლო გეგმებსა და პერსპექტივებზე ისაუბრეს.

საშა მიქაუდი: „ჩვენი კომპანიისთვის, საქართველო განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ბაზარია. გასულ წელს, სწორედ აქ დავიწყეთ ჩვენი ახალი ინიციატივის დანერგვა, რომელიც ადგენს სოციალური უფლებების ახალ სტანდარტს კურიერებისთვის და მთლიანად ცვლის გიგ-ეკონომიკის რეალობას. საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, სადაც ეს ინიციატივა ამოქმედდა. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს უამრავი გეგმა და იდეა, რომელიც გვინდა, რომ ქართულ ბაზარზე განვახორციელოთ.

ამიტომ, ჩემთვის, როგორც Glovo-ს თანადამფუძნებელისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს ვიზიტი - ასე შევძლებთ შევაფასოთ ჩვენი თანამშრომლებისა და მომხმარებლის რეალური დამოკიდებულება, განვიხილოთ სამომავლო პერსპექტივები და გავაცნოთ ბაზრის განვითარების ჩვენეული ხედვა“.

თბილისის დატოვების შემდეგ, საშა მიქაუდის შემდეგი ლოკაცია ერევანია. გასული წლის შემოდგომიდან, Glovo-მ ოპერირება სომხეთშიც დაიწყო. როგორც სტატისტიკური ინფორმაცია აჩვენებს, ტექნოლოგიურმა კომპანია ერევანშიც ისეთივე წარმატებით ვითარდება, როგორც თბილისში.

ცნობისთვის: Glovo ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც შესაძლებლობას გაძლევთ იყიდოთ, აიღოთ და გაგზავნოთ ნებისმიერი პროდუქტი იმავე ქალაქში, ერთ საათზე ნაკლები დროის განმავლობაში. აპლიკაციას ამჟამად 1.8 მილიონი ყოველთვიური მომხმარებელი და 25 000 ასოცირებული პარტნიორი ყავს.

Glovo ოპერირებს 25 ქვეყნის მასშტაბით ევროპაში, ლათინურ ამერიკასა და აფრიკაში. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ შემდეგ გვერდს: : www.glovoapp.com