მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გეგმები აქვს "ჯანდაცვის ასოციაციას", რომელიც ათობით სამედიცინო დაწესებულებას აერთიანებს

6144cb4164c3c
თამთა ჯიჯავაძე
17.09.21 23:30
401
13 სამედიცინო დაწესებულების/ჰოლდინგის ერთიანობით ქვეყანაში „ჯანდაცვის ასოციაცია“ შეიქმნა, რომელიც ღიაა ნებისმიერი სტაციონარული და ამბულატორიული სამედიცინო დაწესებულებისთვის. ასოციაცია დღეისთვის 80-მდე ჰოსპიტალს და 35 ამბულატორიას აერთიანებს.

როგორც ასოციაციის ხელმძღვანელმა ნინა კიკნაძემ „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა, გაერთიანების მიზანია სამედიცინო დაწესებულებების მედიატორის როლი შეასრულოს სახელმწიფოსთან. რაც შეეხება საკითხების სიას, რაზეც ასოციაცია იმუშავებს, საკმაოდ დიდია.

„ჩვენი მიზანია ჯანდაცვის სექტორის გაუმჯობესება. ახლა 80 სამედიცინო დაწესებულებას ვაერთიანებთ, იმედი გვაქვს რომ უფრო მეტი შემოგვიერთდება, და ეს იქნება საერთაშორისო სტანდარტების ძლიერი ასოციაცია, რომელიც თავის წვლილს შეიტანს ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებაში.

ასოციაციის შექმნის აუცილებლობა არა მხოლოდ პანდემიამ დააყენა, არამედ იმანაც რომ მნიშვნელოვანია ცივილურ სამყაროში სამედიცინო დაწესებულებების გაერთიანება არსებობდეს. პრობლემები ბევრია, რომელზე მუშაობას და თანამშრომლობასაც ვაპირებთ. ეს არის სატარიფო პოლიტიკასთან, სტრატეგიასთან დაკავშირებული საკითხები და სხვა. იცით რომ ჯანდაცვის სფეროში არ არსებობს გრძელვადიანი გეგმა და ბუნდოვანია საით მიდის ეს სფერო. პრობლემაა ასევე ჭარბი საწოლფონდების არსებობა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გამოწვეული სხვადასხვა პრობლემები და სხვა“, - განაცხადა ნინა კიკნაძემ.