მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ღირდა სურსათი 1999 წელს და რა ღირს ახლა - სტატისტიკა

6262c74a3c8da
BM.GE
24.04.22 18:02
2777
საქსტატი ქვეყანაში ძირითადი სასურსათო პროდუქტების ყოველკვარტალური ფასების ინდექსს 1999 წლიდან ადგენს. მისი მიხედვით, თუ 23 წლის წინ ერთი პური 30 თეთრი ღირდა, ახლა მისი საშუალო ფასი ქვეყნის მასშტაბით 1.18 ლარია.

ანალოგიური ტენდენციაა სხვა სასურსათო პროდუქტებთან მიმართებითაც; მაგალითად, ლიტრი ზეთი 1999 წელს 2.17 ლარი ღირდა, 2021 წლის მეოთხე კვარტალში კი მისმა ფასმა 8 ლარს გადააჭარბა. კარტოფილი 1999 წელს საშუალოდ 44 თეთრი ღირდა, 2021 წლის ბოლოს კი 1.46 ლარი, ყველის ღირებულება 3.7 ლარი იყო, ახლა კი საშუალოდ 14 ლარი ღირს. 10 კვერცხის საფასური კი 1.50 ლარიდან 5 ლარამდე გაიზარდა.