მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ღირს ქართული კომპანიები ლონდონის საფონდო ბირჟაზე

5db41125e18f5
ლევან თაღიაშვილი
26.10.19 14:17
2465
ლონდონის საფონდო ბირჟაზე, სადაც 4 ქართული კომპანიაა დალისტული გასულ კვირას 2-მა მათგანმა ვაჭრობა დადებითად დაასრულა, დანარჩენი 2-ის აქციების კი გაუფასურდა. "საქართველოს ბანკის" 226 ათასზე მეტი ფასიანი ქაღალდი გასხვისდა 2.9 მილიონ ფუნტად, "Georgia Capital"-ის 96 ათასი აქცია გაიყიდა 945 ათას ფუნტად, "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის" 18 ათას ფასიან ქაღალდზე დაიდო გარიგება 36 ათას ფუნტად, "თიბისი ბანკს" რაც შეეხება, მისი 240 ათასი აქცია გაიყიდა 3.1 მილიონ ფუნტად.

ყველაზე ძვირადღირებული კომპანია ლონდონში Galt & Taggart-ის ბოლო მონაცემებით "თიბისი ბანკია", რომლის საბაზრო კაპიტალიზაციაც 728 მილიონ ფუნტს შეადგენს, "საქართველოს ბანკი" 633 მილიონი ღირს, "Georgia Capial" - 354 მილიონი, "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი" კი 257 მილიონი.

1 იანვრიდან, დღემდე 4-ივე კომპანიის აქციები გაუფასურებულია. „საქართველოს ბანკის“ აქციები 6.46%-ითაა შემცირებული, „Georgia Capital” – 5.39%, “საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ – 4.17%, „თიბისი ბანკი“ – 13.27%.