მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ღირს საწვავი ევროპის და მეზობელ ქვეყნებში? - ნავთობიმპორტიორთა კავშირი

64788e311f612
ვიქტორია მღებრიშვილი
02.06.23 00:00
1270
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ევროპის ქვეყნებსა და სამეზობლოში საწვავის ფასის შემცირების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. გაერთიანების ცნობით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში ევროპაში A-95 მარკის ბენზინის საწვავის ფასი 1 ლიტრზე 1.49 ევროთი, დიზელის საწვავის საშუალო ფასი 1 ლიტრზე 0.01 – 1.39 ევროთი შემცირდა.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში განმარტავენ, რომ ევროპის ქვეყნებში ყველაზე ძვირი საწვავი ნიდერლანდებში, ნორვეგიაში და ისლანდიაში გახლავთ. ამ ქვეყნებში საწვავის ფასი დაახლოებით ევროპის სხვა ქვეყნების საშუალო ფასებს 25-30%-ით აღემატება.

31 მაისის მდგომარეობით:

ნიდერლანდებში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი 1.97 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 2.12 ევროს, დიზელის საწვავი - 1,66 ევროს შეადგენს;
ნორვეგიაში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი - 1,97 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 2,10 ევროს, დიზელის საწვავი - 1,63 ევროს შეადგენს;
ფინეთში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი - 1.90 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 2,00 ევროს, დიზელის საწვავი - 1,78 ევროს შეადგენს;

კავშირში აცხადებენ, რომ ყველაზე იაფი საწვავი რუსეთშია: A-92 მარკის ბენზინი - 0,56 ევროს, A-95 მარკის ბენზინის ფასი - 0,60 ევრო, A-98 მარკის ბენზინი - 0,72 ევრო, დიზელის საწვავი - 0,69 ევროს შეადგენს.

ასევე უნდა აღინიშნოს საწვავის ფასი ჩვენს მეზობელ ქვეყნებში. კერძოდ:

სომხეთში - 1 ლიტრი A-92 მარკის ბენზინის ფასი შეადგენს - 0,91 ევროს, A-95 მარკის ბენზინი - 0,99 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 1.81 ევროს , დიზელის საწვავი - 1.09 ევროს;

აზერბაიჯანში - A-92 მარკის ბენზინი -0,54 ევრო, A-95 მარკის ბენზინის ფასი - 1,10 ევრო, A-98 მარკის ბენზინი - 1,26 ევრო; დიზელის საწვავი - 0,44 ევროა;

უკრაინაში - A-92 მარკის ბენზინი - 1,09 ევროა, A-95 მარკის ბენზინის ფასი - 1,14 ევრო, A-98 მარკის ბენზინი - 1.21 ევრო, დიზელის საწვავი - 1,10 ევროა;

თურქეთში - A-95 მარკის ბენზინის ფასი - 0,99 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 1,01 ევროს, დიზელის საწვავი - 0,90 ევროს.

მოლდავეთში - A-92 მარკის ბენზინი - 1,21 ევრო, A-95 მარკი ბენზინის ფასი - 1,23 ევრო, A-98 მარკის ბენზინი - 1,54 ევრო, დიზელის საწვავი - 1,00 ევროა.

ბელარუსში - A-92 მარკის ბენზინი - 0,72 ევრო, A-95 მარკი ბენზინის ფასი - 0,76 ევრო, A-98 მარკის ბენზინი - 0,83 ევრო, დიზელის საწვავი - 0,76 ევროა.

ცნობისათვის, საქართველოში საწვავის ფასი ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე A-92 მარკის ბენზინი - 0,84 ევროს, A-95 მარკის ბენზინის ფასი - 0,97 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 1.26 ევროს; დიზელის საწვავი - 1.18 ევროს შეადგენს;

31 მაისი მონაცემებით დეტალურად საწვავის ფასები იხილეთ ქვევით მოცემულ ცხრილში: