მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ღირს უძრავი ქონება თბილისში უბნების მიხედვით – კვლევა

5ecfebb760158
თამთა ჯიჯავაძე
29.05.20 00:00
4582
2020 წლის პირველ კვარტალში ფასების ყველაზე მკვეთრი, 20%-იანი ზრდა თბილისის უბნებს შორის ჩუღურეთში დაფიქსირდა, სადაც ერთი კვადრატული მეტრის საშუალო ფასი 948 დოლარია. ყველაზე მაღალი ფასი კი კვლავ მთაწმინდაზე ნარჩუნდება, სადაც ერთი კვადრატული მეტრის საშუალო ფასი 1,255 დოლარია. ამის შესახებ თიბისი ბანკის, ISET-ისა და ForSet-ის მიერ თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის უძრავი ქონების ბაზრის შესახებ მომზადებული ანგარიშიდან ირკვევა.

ანგარიშის მიხედვით, უძრავი ქონება ყველაზე ძვირი მთაწმინდის რაიონში ღირს, ყველაზე იაფი კი სამგორში. 

უფრო კონკრეტულად, უძრავი ქონების ფასები თბილისში უბნების მიხედვით ასე გამოიყურება:

● მთაწმინდა - 1,255 დოლარი, წლიური ზრდა 16%;
● ვაკე - 1,118 დოლარი, წლიური ზრდა 13%;
● საბურთალო - 976 დოლარი, წლიური ზრდა 9%;
● ჩუღურეთი - 948 დოლარი, წლიური ზრდა 20%;
● დიდუბე - 844 დოლარი, წლიური ზრდა 6%;
● კრწანისი - 943 დოლარი, წლიური ზრდა 5%;
● ისანი - 823 დოლარი, წლიური ზრდა 18%;
● ნაძალადევი - 675 დოლარი, წლიური ზრდა 8%;
● გლდანი - 659 დოლარი, წლიური ზრდა 13%;
● სამგორი - 624 დოლარი, წლიური ზრდა 2%.