მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ღონისძიებებს მიმართავთ, რომ არჩევნების შემდეგ ლარი კატასტროფულად არ გაუფასურდეს? - გოცირიძე კაკაურიძეს

60f002d7bfb06
ინგა მურუსიძე
15.07.21 13:54
594
"უკვე ისტორიაა, რომ არჩევნებამდე ლარი არ გაუფასურდება, რადგან კურსს ეროვნული ბანკი იჭერს, მაგრამ რა მოუვა ვალუტას არჩევნების შემდეგ?" - ამ კითხვით მიმართა პარლამენტის ოპოზიციონერმა წევრმა, რომან გოცირიძემ ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძეს, რომელიც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე 2021 წლის ბიუჯეტის კორექტირებულ ვერსიას წარადგენს.

„ამოდენა ფულის მასა, რომელიც ახლა ერთბაშად წავა წინასაარჩევნოდ და იმ პროექტებში, რომელიც აუცილებლად აისახება ინფლაციასა და ლარის კურსზე, რა ღონისძიებებს მიმართავთ იმისათვის, რომ არჩევნების მერე ლარი კატასტროფულად არ გაუფასურდეს? არჩევნებამდე ლარი არ გაუფასურდება, ასეთი არის ისტორია. ყველა არჩევნების წინ ეროვნული ბანკი იჭერს ლარს ინტერვენციებით. არჩევნების შემდეგ რა მოუვა ლარს? რა მოუვა ფასებს? ამ ბიუჯეტის შედეგად ამიხსენით თქვენ[ფინანსთა სამინისტრომ] და ეროვნულმა ბანკმა“, - მიმართა გიორგი კაკაურიძეს რომან გოცირიძემ.