მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ჯდება კომერციული ფართების ქირაობა და ყიდვა თბილისში? - ISET-ის მიმოხილვა

5e5e9f8ddcb7d
თამთა ჯიჯავაძე
03.03.20 23:00
3009
2019 წლის მეოთხე კვარტალში თბილისში კომერციული ფართების გაყიდვის საფასო ინდექსი 12.8%-ით გაიზარდა და 0.947-ს მიაღწია. ამის შესახებ საუბარია ISET-ის მიერ „თიბისი ბანკთან“ თანამშრომლობით მომზადებულ უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვაში.

მიმოხილვის მიხედვით, გაიზარდა ქირაობის ფასის ინდექსიც 12.6%-ით და 1.042 შეადგინა.

გარდა ამისა, გასული წლის მეოთხე კვარტალში კომერციული ფართის ერთი კვ.მ-ის საშუალო ფასი 1,135-დან 1,437 დოლარამდე მერყეობდა, ხოლო  ქირის საშუალო ფასი ერთ კვ.მ-ზე 8.66-დან 9.96 აშშ დოლარამდე იყო.

კომერციული ფართების საშუალო ფასი ISET-ის მიმოხილვის მიხედვით, გასული წლის ბოლო კვარტალში ის 16%-ით გაიზარდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და ერთ კვ.მ-ზე 1,248 აშშ დოლარი შეადგინა. ხოლო კომერციული ფართების ქირის ფასი 6.1%-ით შემცირდა და ერთ კვ.მ-ზე 9.14 აშშ დოლარი შეადგინა.