მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2024 წელს კომერციული ფართები გაძვირდება - თიბისი კაპიტალის კვლევა

კომერციული ფართები

"თიბისი კაპიტალის" მონაცემებით, 2023 წელს გაუმჯობესებულმა ეკონომიკურმა აქტივობამ და მიგრაციული ნაკადის ზრდამ, თბილისში კომერციულ უძრავ ქონებაზე მოთხოვნა გაააქტიურა. მოთხოვნა გაზრდილია ქუჩის სავაჭრო ობიექტებზე, სავაჭრო ცენტრებსა და საოფისე სივრცეებზე.

კვლევის მიხედვით, ქუჩის სავაჭრო ობიექტებზე ფასი 11%-ითაა გაზრდილი, ხოლო მომავალ წელს ღირებულება კვადრატულ მეტრზე კიდევ 8%-ით გაიზრდება. რაც შეეხება სავაჭრო ცენტრებს, 2023 წელს ქირის ფასი 8%-ითაა გაზრდილი, 2024 წელს მოსალოდნელია 5%-იანი ზრდა. 19%-ითაა გაძვირებული ბიზნეს ცენტრებში ფართის დაქირავება, მომავალ წელს 5%-იანი ზრდაა მოსალოდნელი.

თბილისის ქუჩის სავაჭრო ობიექტებში ქირის საშუალო ღირებულება კვადრატულ მეტრზე $19.3-ია, რაც პანდემიამდელ ნიშნულზე 0.2%-ით ნაკლებია. სავაჭრო ცენტრებში კი ფასმა პანდემიამდელ ნიშნულს გადაასწრო, სადაც $23-ია ღირებულება. ბიზნეს ცენტრებშიც ქირის ფასი პანდემიამდელ ნიშნულზე მაღალია.

კომერციული ფართები ყველაზე ძვირი ვაკე-საბურთალოს რაიონებში, ყველაზე იაფი სამგორშია.

"თიბისი კაპიტალში აცხადებენ, რომ კომერციულ ობიექტებზე მოთხოვნა და ფასების ზრდა ეკონომიკურმა ვითარებამ და მიგრანტების ნაკადის ზრდამ გამოიწვია.

"პანდემიის შემდეგ აღდგენამ, შესაბამისად გაზარდა ეკონომიკური აქტივობა. რითეილ სექტორში ბრუნვა გაზრდილია. მნიშვნელოვანი ფაქტორია მიგრაციული ნაკადები და ის, რომ საერთაშორისო ოფისები უკრაინიდან და რუსეთიდან გადმოვიდა. მომდევნო 3-4 წელიწადში ბაზარზე რამდენიმე მნიშვნელოვანი და დიდი ბიზნეს ცენტრი შემოვა, რაც, თავისს მხრივ, მიწოდებაზეც აისახება. დეფიციტის მოლოდინი არ არის, თუმცა 2024 წლისთვის იჯარის ფასების ზრდის მოლოდინია", - განაცხადა "თიბისი კაპიტალის" უფროსმა ასოცირებულმა მკვლევარმა, სალომე დეისაძემ BMG-სთან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები