მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ჯდება საზმაუს ახალი შენობა და რამდენ მილიონადაა შეფასებული ძველი შენობა?

62a2ecc367547
თელარა გელანტია
10.06.22 11:03
2373
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძის ინფორმაციით, საზოგადოებრივი მაუწყებელი ახალი შენობაში 2023 წლის შემოდგომიდან გადავა.

ამის შესახებ მან პარლამენტში რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

საზმაუს ახალი შენობა ანნა პოლიტკოვსკაიას N31-ში უნდა განთავსდეს

„სამშნებელო სამუშაოები დასრულებულია. მიმდინარეობს მოპირკეთება და კეთილმოწყობა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, საპროექტო ღირებულება შეადგენდა 77 მლნ ლარს, მაგრამ ბოლო მოვლენების შედეგად (სავარაუდოდ, იგულისხმება სამშენებლო მასალების გაძვირება) ალბათ გაიზრდება“, - თქვა ვასილ მაღლაფერიძემ.

რაც შეეხება საზმაუს არსებულ შენობას, მაღლაფერიძის ინფორმაციითვე, შენობის გაყიდვის მიზნით, აუქციონი უახლოეს ხანებში გამოცხადდება.

„შენობა შეფასებულია 65 მლნ ლარად“, - თქვა მან.

დეპუტატი ბექა დავითულიანი დაინტერესდა, რა ფუნქციას შეიძენს კოსტავას #68-ში მდებარე საზმაუს არსებული შენობა გაყიდვის შემდეგ, რაზეც ვასილ მაღლაფერიძემ უპასუხა, რომ ეს მათი დისკრეცია არაა. "იქ რა აშენდება და როგორ აშენდება, ეს არაა ჩვენი კომპეტენცია. სახელმწიფოსია და ვყიდით", - უპასუხა მან დეპუტატს.